ქართული ქვევრის ღვინო — ბერლინის გამოფენაზე

62 Views Comment Off

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩატარებულ ბუნებრივი ღვინოების  საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW Berlin” (The Artisan Wine Fair), ქართული ქვევრის ღვინის 8 მწარმოებლის სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

გამოფენის გახსნას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ელგუჯა ხოკრიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ელენე კიკნაძე დაესწრნენ.

„გამოფენაზე ქართული ღვინის წარმოდგენა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს საერთაშორისო დონეზე, მოხდეს მისი გაცნობა მეღვინოების სფეროს წარმომადგენლებისთვის.

RAW Berlin-ზე ქართული ღვინის მონაწილეობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და პოტენციური იმპორტიორების მოძიების კუთხით. გამოფენაზე მისულ სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ  მისი  დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას“ — აღნიშნა ელენე კიკნაძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბერლინში გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქვევრის ღვინის მწარმოებლების ღვინოები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „საწნახელი“, „ნიკას ღვინო“, „ჩვენი ღვინო“, „ვარციხის ღვინის მარანი“, „ძმების მარანი“, „ტიბაანი“ და „ნათენაძის ღვინოები“.

გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი), რომლის მოწვევითაც ქვევრის ღვინო წელს წარმოდგენილი იყო ბუნებრივი ღვინოების გამოფენებზე დიდ ბრიტანეთში (RAW London), აშშ-ში (RAW New York) და გერმანიაში (RAW Berlin).

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
მებაღეობით გატაცებული ხელოვანის ფერმერული გზა
938 Views

კახეთში ვიყავით ზეთისხილის ნერგების სანახავად. ჩვენი ექსკურსიამძღოლი (დავარქვათ ასე) კახელი გახლდათ, ხელისგულივით ვიცნობ მთელ კახეთსო და ჩვენც დაკარგვის არ გვეშინოდა. თბილისიდან კახეთამდე დიდი გზა გვედო, ჰოდა საუბრისას აღმოვაჩინე, რომ კახეთში, ჩვენს გიდთან სტუმრობისას ოჯახის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
61 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB