ქართული ღვინის წარდგენა ლიტვაში

23 Views Comment Off

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში, ბალტიისპირეთის ქვეყნების ყველაზე მასშტაბური ღვინის გამოფენა „VYNO DIENOS“ (ღვინის დღეები) ჩატარდა.

გამოფენაში  ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ლიტვაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია მონაწილეობდა: „ბესინი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „გიუაანი“, „ზაქრო ვინო“, „კარდენახი #1“,  „ქინძმარაულის მარანი“ და „ასკანელი ძმები“.

გამოფენის ფარგლებში სპეციალური დეგუსტაცია — „საქართველო — ღვინის სამშობლო“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა.

პრეზენეტაციაში ძირითადი აქცენტი  ქართულ მეღვინეობის უძველეს ტრადიციაზე, ქართული ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ღვინის დაყენების ქართულ მეთოდებზე და ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდზე გაკეთდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.

ლიტვა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში შედის.  იგი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია.

ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის კომპანიები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სხვადასხვა გამოფენასა და დეგუსტაციებში  მონაწილეობენ.

გამოფენა ტრადიციულად ვილნიუსის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრ LITEXPO-ში გაიმართა. „VYNO DIENOS“ წელს უკვე მეცამეტე მოეწყო და მას ათასობით დამთვალიერებელი ჰყავდა — ადგილობრივი სომელიეები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სხვ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
274 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6027 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB