ქართული ღვინის ექსპორტი 45%-ით გაიზარდა

65 Views Comment Off

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 581 031 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 45%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 26,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • რუსეთი — 5 925 933 ბოთლი;
  • უკრაინა -1 488 737 ბოთლი;
  • ყაზახეთი- 1 281 100 ბოთლი;
  • ჩინეთი — 779 425  ბოთლი;
  • პოლონეთი — 682 522  ბოთლი.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:

  • რუსეთი — 84% (5 925 933);
  • უკრაინა — 70% (1 488 737);
  • ჩინეთი — 58% (779 425);
  • პოლონეთი — 31% (682 522);
  • ლიტვა — 37% (183 636);
  • ყირგიზეთი — 171% (107 646);
  • გერმანია — 23% (104 950);
  • ბელარუსი — 31% (134 120);
  • დიდი ბრიტანეთი — 72% (50 128).

ამასთან, მსოფლიოს 11 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 799 700 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 86%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 6,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი — მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 47,4  მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 4 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 33,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB