ქართული აბრეშუმი – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

156 Views

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და აბრეშუმის მუზეუმის ფონდის წარმომადგენლებმა საარქივო მასალები შეისწავლეს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცეს.

საარქივო მასალების მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნიდან საქართველოში მეაბრეშუმეობის კულტურა და ტრადიციები, სხვადასხვა სახის დაზგა-დანადგარები და აბრეშუმის ნატურალური საღებავები იყო გავრცელებული.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის დაცვა/გაძლიერებაზე, სადაც თანამედროვე და უცხოურ ჯიშებთან ერთად, დაცულია ხალხური სელექციით გამოყვანილი მე-19 საუკუნის ჯიშები.

მეაბრეშუმეობა აგრარული სფეროს ერთ-ერთი წამყვანი დარგია. დარგის აღორძინების მიზნით, სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პერიოდულად, საჩუქრად გადასცემს გრენას და აბრეშუმის ჭიას ახმეტის რაიონის მოსახლეობას, სადაც მეაბრეშუმეობა აქტიურად იყო განვითარებული.

დღეისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მეაბრეშუმეობის განვითარების პერსპექტივებს სწალობს.

48Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB