
გერმანიაში არახელსაყრელი ამინდის გამო, აგროსექტორის ყოველი 25-ე წარმომადგენელი დაზარალდა.
გერმანიის სოფლის მეურნეობის ფედერალური მინისტრი იულია კლეკნერი (Julia Klöckner), ფერმერებს დაპირდა, რომ ისინი მიიღებენ კომპენსაციას, მთლიანობაში 340 მლნ. ევროს ოდენობით.
„მე ვაცხადებ, რომ წლევანდელი გვალვა ეროვნული მასშტაბის მოვლენაა“-განაცხადა მინისტრმა ოთხშაბათს ბერლინში.
ის ფერმერები და კომპანიები, ვისი აგრობიზნესიც გაკოტრების ზღვარზეა, შემოწმების შემდეგ, მოსავლის 30%-ზე მეტი დანაკარგის შემთხვევაში, ფედრალური პროგრამიდან დახმარებას მიიღებენ.
კლეკნერის თქმით, გერმანია, 1881 წლიდან მიმდინარე ამინდის ჩანაწერების მიხედვით, ყველაზე მაღალი ტემპერატურული ანომალიის წინაშე აღმოჩნდა.
მთლიანობაში, 10 000-ზე მეტმა გერმანულმა კომპანიამ და ფერმერმა (დაახლოებით ყოველი 25-ე) განაცხადა კრიზისული მდგომარეობის შესახებ.
ხელისუფლება კომპენსაციის გარდა მხარდაჭერის კონკრეტულ ღონისძიებებზეც ფიქრობს.