ქართულ-ჩინური თანამედროვე სასათბურე კომპლექსი

180 Views

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი მოინახულეს.

პროექტის ფარგლებში, ჩინურმა კომპანიამ „ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა“ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მზის სათბურები, ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები ააშენა.

კომპლექსი ჯამში 7 დიდ და 25 პატარა სათბურს აერთიანებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების და ბოსტნეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობას.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული სათბურები სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გამოიყენება. სათბურებში ფერმერებისთვის ტარდება ტრენინგები, სადაც ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

,,ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“ 1998 წელს ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში დაარსდა. კომპანიის საქმიანობის სფეროს სოფლის მეურნეობის სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, კონსულტირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლება წარმოადგენს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1289 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3605 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB