ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ — ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა

318 Views

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine) ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.

  • ნომინაციაში “საუკეთესო პროდიუსერი” — პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო;
  • ნომინაციაში “საუკეთესო სცენარის ავტორი” — თამარ ბართაიამ;
  • ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” — ნანა ჯორჯაძემ;
  • ნომინაციაში “საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი” — მიხეილ კვირიკაძემ;
  • ნომინაციაში “როლის საუკეთესო შემსრულებელი” — რევაზ ხეცურიანმა

ფილმს უკვე რამოდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული: ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა;  საფრანგეთში გამართულ OENOVIDEO — ს ღვინის კინოფესტივალზე, მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი.

ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ეინდჰოვების კინოფესტივალზე DOCfeed. ფილმი დაფინანსებულია «მარანი ხეცურიანი»-ის მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

ფილმის ტრეილერი

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2187 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB