ფასების ვარდნამ — ამერიკელი ფერმერები დააზარალა

66 Views Comment Off

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების ხანგრძლივი ვარდნის გამო, ამერიკელი ფერმერების შემოსავლები ბოლო 10 წლის მინიმუმადე დაეცა. ეხლა მათ მოუწევთ იმ კულტურების არჩევა, რომლებიც მათ შემოსავლებს რისკის ქვეშ ნაკლებად დააყენებს.

სააგენტო Bloomberg-ის გამოკითხვის შედეგად, მსოფლიოში ჭარბი წარმოების მიუხედავად აშშ-ს ფერმერები აპირებენ სიმინდისა და სოიოს ნათესი ფართობების გაზრდას.

AgResource Co. So მონაცემებით, სწორედ ამ კულტურებს შეუძლიათ ყველაზე მეტი შემოსავლის მოტანა, მაღალი მოსავლიანობის პირობებში.

2012 წელთან შედარებით, როდესაც სიმინდის, სოიოს და ხორბლის ფასმა პიკს მიაღწია, ამ კულტურების ფასები 50 %-ით შემცირდა. თუმცა თესლის წარმოების ტექნოლოგიების განვითარების შედეგად 2000 წელთან შედარებით შემოსავლები 23 %-ით არის გაზრდილი (ხორბალი მხოლოდ-3.8%).

ხორბლის თესვა ამერიკელი ფერმერებისთვის, სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება. Bloomberg-ის გამოკითხვის მონაცემების თანახმად, ანალიტიკოსებისა და სატრეიდერო კომპანიების პროგნოზით, სიმინდის ნათესი ნაკვეთები 89 მლნ. აკრით, ხოლო სოიოს ნათესი ფართობები 83 მლნ. აკრით გაიზრდება.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 2015 წელს, აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებიდან მიღებული შემოსავლები 54.8 მილიარდ დოლარამდე დაეცა, მაშინ როდესაც 2013 წელს ის 123,3 მილიარდს შეადგენდა.

ამ სიტუაციაში აშშ-ს ხელისუფლებამ, ფერმერებისთვის სახელმწიფო სუბსიდიების 31%-ით (13,9 მლრდ.) გაზრდა გადაწყვიტა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1082 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1279 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB