ოთარ დანელია USAID-ის ახალ დირექტორს შეხვდა

30 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალ დირექტორს, დაგლას ბოლის შეხვდა.

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა USAID-ის დირექტორს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტარტეგია გააცნო და მთავრობის მიერ აგრარული დარგის პრიორიტეტად გამოცხადების საკითხს გაუსვა ხაზი.

მინისტრმა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდის ტენდენციაზეც ისაუბრა და ელჩის ყურადღება სახელმწიფოს მიერ ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოებზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასაკლაოებისა და კლიმატზე ადაპტირებული სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ინსტიტუციური განვითარების საკითხებს.

შეხვედრის დასასრულს, ოთარ დანელიამ დაგლას ბოლის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) მხარდაჭერით მომზადებული და გამოცემული ახალი სახელმძღვანელო „ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ძირითადი მავნებელ-დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ გააცნო და აღნიშნული წიგნი საჩუქრად გადასცა.

USAID-ის დირექტორის შეფასებით, ახალი სახელმძღვანელო ფერმერებს საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაეხმარებათ. შეხვედრაზე დაგლას ბოლიმ ყურადღება აგრარული დარგის განვითარებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანმიმდევრულ პოლიტიკაზე გაამხვილა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2330 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1286 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB