მცენარეთა ჯიშების ეროვნული კატალოგის შექმნაზე მუშაობენ

49 Views

სოფლის მეურნეობის სამეცნიეროკვლევით ცენტრში მცენარეთა ჯიშების ეროვნული კატალოგის შექმნაზე მუშაობენ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, TAIEX- ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ფინანსური მხარდაჭერით, მცენარეთა ეროვნული კატალოგის შექმნის საკითხებზე სემინარი „სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგის შექმნა“ გაიმართა.

სემინარზე, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის ინიციატივით გაიმართა, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების კატალოგის შექმნის სფეროში ევროკავშირის რეგულაციებისა და ევროპულ კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხები განიხილეს.

მონაწილეებმა კატალოგის საკანონმდებლო საკითხებისა და ჯიშების რეგისტრაციის მიმართულებებით პრეზენტაციები წარმოადგინეს, განიხილეს სფეროში არსებული ევროდირექტივები, კატალოგში სხვადასხვა ტესტების შედეგების ასახვის საკითხები და ჯიშის მიმართ წაყენებული ძირითადი კრიტერიუმები. განხილულ იქნა საფრანგეთისა და ევროკავშირის კატალოგები.

სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურმა ეროვნული კატალოგის სამუშაო ვერსია წარმოადგინა.

სემინარი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ევროკავშირის ექსპერტი, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების და თესლის შესწავლის და კონტროლის ჯგუფის წარმომადგენელი (GEVES) რიჩარდ ბრენდი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), შპს „მარცვლეულის ლოგისტის კომპანიის“ წარმომადგენლები ესრებოდნენ.

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
969 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
154 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB