მეღვინეობა-მევენახეობაში ჩინეთთან თანამშრომლობა ღრმავდება

49 Views Comment Off

სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრმა ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი გიორგი სამანიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნინსიას პროვინციის მეღვინეობა-მევენახეობის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ დირექტორს, ჩაო კაილონგის და აზიის მეღვინეობის ინსტიტუტის პრეზიდენტს ტომი ლემს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მიმართულებით დაწყებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი დინამიკაა.

ნინსიას პროვინციის მეღვინეობა-მევენახეობის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა დირექტორის, ჩაო კაილონგის განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ჩინეთისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ პროგრამის „სარტყელი და გზა“ ფარგლებში გათვალისწინებული სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა და ქართული ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ვაზის სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობის ერთობლივი სურვილი გამოთქვეს და მხარი დაუჭირეს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში ერთობლივ სამეცნიერო-პრაქტიკულ პროექტებს. ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით კი დაიგეგმა ჩინეთში ქართული მუზეუმის გახსნა და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, ღვინის ეროვნულ სააგენტოში სააგენტოს ხელმძღვანელთან გიორგი სამანიშვილთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა, მარანი და ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს.

ვიზიტის დასასრულს დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სოფელ ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზას ესტუმრნენ, ბაზაზე განთავსებული ქართული ვაზის საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს და ქართული ღვინო დააგემოვნეს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
274 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6027 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB