მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია

94 Views

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქ. ფოთთან, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას იწყებს.

პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება:

  • სარეგულაციო ჰიდროკვანძს;
  • ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა;
  • აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები;
  • ამოიწევა კაშხლის ათი ფარი და გახსნილ მდგომარეობაში დაფიქსირდება;
  • გარემონტდება წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები.

პროექტი ითვალისწინებს ყველა საჭირო სამუშაოს გაწევას, რათა მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში ნაგებობა მზად იყოს წყლის მაქსიმალური მოცულობის  გასატარებლად.

ობიექტი, რომელიც ექსპლუატაციაშია 1959 წლიდან, „საქართველოს მელიორაციას“ საკუთრებაში  2017 წლის დეკემბრიდან გადაეცა.

„საქართველოს მელიორაციამ“ არსებული მდგომარეობის შესასწავლად ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები. მდგომარეობის დეტალურმა შესწავლამ ცხადყო, რომ ნაგებობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციისთვის 1 367 815 ლარი დაიხარჯება.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB