მაღალმთიანი რეგიონებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება

788 Views

მაღალმთიან რეგიონებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ახალი პროგრამის ინიციატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა და იგი მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მეცხოველეობის განვითარებას.

„იმისათვის რომ არ მოხდეს მთიანი რეგიონების მოსახლეობისგან დაცლა და ხელი შევუწყოთ მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოდის მნიშვნელოვანი ინიციატივით. მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევად დავითაშვილს.

პროგრამა ითვალისწინებს, მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან  მთელ რიგ დახმარებებს, მათ შორის ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემას, რათა ხელი შევუწყოთ მეცხოველეობის განვითარებას. ეს პროგრამა ორი წელს მოიცავს და სახელმწიფოს მხრიდან იქნება 6 მილიონი ლარი გამოყოფილი,» — აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის  ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ააშენებს რძის გადამამუშავებელ საწარმოს და უზრუნველყოფს მის სრულ აღჭურვას.

„აღნიშნული საწარმო, პირდაპირი მიყიდვის წესით, გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც 8 წლის განმავლობაში დაფარავს საერთო საბალანსო ღირებულების 23%-ს. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.

მოდელად ჩვენ ავიღეთ ერთობლივი ქართულ-შვეიცარიული  კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველოს»  ძალიან წარმატებული პროექტი, რომელიც რაჭაში ხორციელდება. ეს პროგრამა გავრცელდება სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც,»- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
1094 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
172 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB