გურიის რეგიონში — 7.2 ჰა-ზე ლურჯი მოცვის ბაღები გაშენდა

234 Views Comment Off

გურიის რეგიონში შპს „იუვის ბერის“ -მა  „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „დანერგე მომავალის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ და გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ჯუმათში პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარის, შპს „იუვის ბერის“ მიერ 7.2 ჰექტარზე გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღები დაათვალიერეს.

ხსენებული კომპანია პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის შპს „იუვის ბერის“ -მა 78 072.34 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. ბენეფიციარის მიერ მიღებული დაფინანსებიდან 60 072.34 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 18 000 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

მოცვი

გურიის რეგიონში „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ხეხილის ბაღები გაშენდა 97 ჰა მიწის ფართობზე. საქართველოს მასშტაბით ხეხილის ახალი ბაღები 3 343 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 16 368 274 მილიონ ლარს აღემატება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
274 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6027 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB