გიორგი მიშელაძე პანკისელ ფერმერებს შეხვდა

73 Views

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ფერმერებს სოფელ დუისში შეხვდა.

გიორგი მიშელაძემ შეხვედრაზე დეტალურად განმარტა თუ რა ტექნიკური პროცედურების გავლაა საჭირო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეგისტრაციასა და სტატუსის მოპოვებისათვის და რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ასევე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, კოოპერატივების შექმნა ხელს შეუწყობს, ფერმერული მეურნეობების გამსხვილებას, ადგილობრივი პროდუქციის წახალისებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. მოსახლეობის დასმულ შეკითხვებს გიორგი მიშელაძემ ამომწურავი პასუხები გასცა. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა დაინტერესება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის.

კახეთის რეგიონში დღეისათვის 112 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.მოსახლეობასთან შეხვედრა პანკისის სათემო რადიოს WAY–ის ორგანიზებით გაიმართა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2146 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB