ერთჯერადი ჭურჭელი — ხორბლის ნამჯისა და სახამებლისგან

565 Views

სუფთა ტექნოლოგიების ევროპული კონკურსზე ClimateLaunchpad, უკრაინელებმა წარადგინეს ეკო ჭურჭელი, რომელიც გამოყენების შემდეგ მცენარეთა ბიო სასუქად გარდაიქმნება.

პროექტის შემუშავებისას გუნდი, ერთდროულად ორი პრობლემის გადაჭრაზე ფიქრობდა: ნარჩენების მართვა და გარემოს გაუმჯობესება. შედეგად შეიქმნა ეკოლოგიურად სუფთა ერჯერადი ჭურჭელი — სახამებლისა და ხორბლის ნამჯისგან.

გარეგნულად პლასტმასის ჭურჭელს ჰგავს, მაგრამ ეს ადამიანისა და ბუნებისთვის სრულიად უსაფრთხო მასალაა. ჭურჭელი დეფორმირების და დაზიანების გარეშე „უმკლავდება“ ცხელ და ცივ კერძებს. ხოლო შემდეგ სამი თვის განმავლობაში იშლება და როგორც ვთქვით მცენარეთა განოყიერების საშუალებად გარდაიქმნება.

ეს პროექტი 18 თვიანი ცდების და ძიების შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ჯერ არ მისულა მასობრივ წარმოებამდე, ავტორთა თქმით ის სერიოზულ კონკურენციას გაუწევს პლასტმასის ანალოგს, რადგან ფასში მცირე სხვაობა (დაახლოებით 30 %) ერთიორად კომპენსირდება გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით.

იმედი გვაქვს ავტორები შეძლებენ ამ ჭურჭლის მასობრივ წარმოებას.

თუმცა, თუ ამ ჭურჭელს ტყეში გადაყრით (იმ მოტივით, რომ სასარგებლოა მცენარეებისათვის), შესაძლოა მათ გვერდით ასობით პლასტმასის ანალოგიც აღმოჩნდეს და გარემოს სერიოზული ზიანი მიადგეს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2146 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB