ENPARD II-ის ძირითადი კომპონენტი სოფლის განვითარებაა

63 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საერთაშორისო ორგანიზაციის „მერსი ქორპსი“ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებზე ისაუბრა და სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის — ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის — 2“ (ENPARD II) შესახებ, რომლის ძირითადი კომპონენტი სწორედ სოფლის განვითარებაა.

ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების სტარტეგიის შემუშავებისთვის სამინიტროში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სტარტეგიის სამუშაო ვერსია უკვე მოამზადა და კომენტარებისა და მოსაზრებების მიღების მიზნით, სხვა სამინისტროებში უკვე გადაიგზავნა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ENPARD II-ის საპილოტე პროექტი წარმატებით მიმდინარეობს ბორჯომის, ყაზბეგისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. ახლო მომავალში დაგეგმილია კიდევ ხუთი მუნიციპალიტეტის იდენტიფიცირება.

ENPARD II — ს განახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელსაც ტექნიკურ დახმარებას პარტნიორი ორგანიზაციები გაუწევენ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1206 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1303 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB