კომპანია კარტლისი, კარტლისის აკადემია, ფერმერები

ფერმერი, კარტლისი

კომპანია „კარტლისი“ 20 წელია რაც საქართველოს ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის სფეროში, თანამშრომლობს მსოფლიოში უმსხვილეს კომპანიებთან, როგორებიც არიან: Pioneer-ი, Du pont-ი, Nufarm-ი, bejo, Enza Zaden-ი Timac agro, Jain-ი სხვა. მათგან შემოაქვს მაღალხარისხიანი პესტიციდები, სასუქები, სათესლე მასალები და სარწყავი სისტემები.

კომპანიამ დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა, რასაც უანგაროდ უზიარებს ფერმერებს, კერძეო 2017 წელს დაფუძნდა ,,კარტლისის აკადემია“ რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ფერმერების გადამზადება, ჩამოყალიბდა ჯგუფები: ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების, მესიმინდეობის, მევენახეობის, მეთხილეობის.

ფერმერები იზიარებენ კომპანიის სპეციალისტების გამოცდილებას და იღებენ საჭირო ინფორმაციას: თუ როგორ გააშენონ ფართობები, გამოვკვებონ მცენარეები სწორად, როგორ ებრძოლოთ დაავადებებს და მავნებლებს და ა.შ.

კომპანიის სპეციალისტები სისტემატიურად ახორციელებენ ვიზიტებს ფერმერებთან და ადგილზე უწევენ კონსულტაციას მათ, კომპანიას სავაჭრო ქსელი განთავსებულია საქაველოს მთელს რიგ ტერიტორიაზე როგორც დასავლეთით ისე აღმოსავლეთით.

სტატია და ვიდეო მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.

კომპანიის საიტი:  http://www.cartlis.ge/

თქვენი რეკლამა