ეგვიპტე საქართველოდან ხორცპროდუქტების იმპორტით დაინტერესდა

61 Views

ეგვიპტე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების და ხორცპროდუქტების იმპორტით დაინტერესდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის საამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ეგვიპტის სოფლის მეურნეობისა და მელიორაციის სამინისტროს ვეტერინარული მომსახურების გენერალური ორგანიზაციიდან მაღალი რანგის წარმომადგენლები სტუმრობენ.

ეგვიპტის დელეგაცია საქართველოს 26 იანვარს ეწვია. ვიზიტის მიზანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოდან ცოცხალი საქონლის და ხორცპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით შესაბამისი ვეტერინარული პროცედურების შეთანხმება და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაცნობაა.

ეგვიპტის დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგებთან ერთად მოინახულეს საქართველოში მოქმედი სასაკლაოები, რომლებიც ჰალალის წესით ახორციელებენ ცხოველთა დაკვლას და დაათვალიერეს მეფრინველეობის ფაბრიკები.

ეგვიპტის დელეგაცია აგრეთვე გაეცნო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამედროვე, დიაგნოსტიკურ მეთოდებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის მიხეილ სოხაძის განცხადებით, არაბული ქვეყნების დაინტერესება საქართველოდან ცოცხალი ცხოველების და ხორცპროდუქტების იმპორტით, მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა და საქართველოს, როგორც კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯმა.

უცხოურ დელეგაციის შემადგენლობაში ეგვიპტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარული კარანტინის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორი, დოქტორი საიდ გადელმავლა, ცხოველთა ჯანმრთელობის კვლევის ინსტისტუტის ვიცე დეკანი, პროფესორი მუმტაზ შაჰინი და ვეტერინარიის ექსპერტი, დოქტორი ჰიაეკდინ ჰუსეინ აბდელმაგედი შედიან.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ბაღების თანადაფინანსება — კულტურები, რეგიონები, პირობები
1204 Views

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, პროექტი „დანერგე მომავალი“ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების დამოუკიდებელი კომპონენტია: ბაღების კომპონენტი. ბაღების კომპონენტი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1481 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB