Agro Expo სუპერმარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის

Agro Expo

გსურთ თქვენი სუპერმარკეტის პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი გახდეს? AgroExpo სადისტრიბუციო კომპანიებისა და სუპერმარკეტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა აღმოაჩინონპარტნიორები, რომლებიც დახლებს ახალი პროდუქციით გაამდიდრებენ.

AgroExpo 20-22 ნოემბერს გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიაში უკვე მეთვრამეტედ გაიმართება და მასში მონაწილეობას 11 ქვეყნის 100-მდე კომპანია მიიღებს. მონაწილე კომპანიები სრულად მოიცავენ კვების მრეწველობის მიმართულებას.

3 დღის განმავლობაში საგამოფენო სტენდებზე წარმოდგენილი იქნება რძის პროდუქტები, ხორცპროდუქტები, თევზისა და ზღვის პროდუქტები, სურსათი, ხილ-ბოსტნეული, გაყინული პროდუქტები და ა.შ.

AgroExpo-ს მონაწილეები ვიზიტორებს სთავაზობენ მანქანა-დანადგარებს ხორც-პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავებისთვის, ასევე რძის პროდუქტებისთვის, შესაფუთი ტექნოლოგიებსა და მასალებს, სასმელების ინდუსტრიის აღჭურვილობას, მაცივრებს, კვებისა და სასმლის ინგრედიენტებს.

„AgroExpo არის სივრცესუპერმარკეტებისთვის და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის, იპოვონ ექსკლუზიური პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს გამოფენაში ხორცისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი წამყვანი ბელორუსული ბრენდებიც მონაწილეობენ.

გამოფენა უნიკალური სივრცეა პოტენციური პარტნიორობისთვის. გამოფენის მე-11 პავილიონში მონაწილეებსა და ბიზნეს-დამთვალიერებლებს შორის შესაძლებელია B2B შეხვედრების მოწყობა – შეხვედრის დასაგეგმად უნდა დაუკავშირდეთ ექსპოჯორჯიას“, – ამბობს ექსპოჯორჯიას მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ცაიშვილი.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის მიზანია დაეხმაროს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ინდუსტრიის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას უცხოური კომპანიების ბაზარზე შემოყვანით და ადგილობრივი კომპანიების მათთან დაკავშირებით.

გამოფენა 20 ნოემბერს 11:00 საათზე, გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას  მე-11 პავილიონში გაიხსნება და 3 დღის განმავლობაში დამთვალიერებელს 11:00 დან – 18:00 საათამდე მიიღებს.

AgroExpo-ს მე–18 საერთაშორისო გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.agroexpo.ge
ან დაუკავშირდით marketing@expogeorgia.ge

თქვენი რეკლამა