დუშეთში საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია გაიხსნა

34 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია საზეიმოდ გახსნეს.

დუშეთში მდებარე სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ახალ შენობა, დონორი ორგანიზაციის — აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშენდა.

როგორც აშშ-ს ელჩმა, იან კელიმ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 5 ლაბორატორიის   ტექნიკით აღიჭურვა,  რაც  ბიოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მთლიანობაში ძალზედ მნიშვნელოვანი ქსელი შეიქმნა და აღნიშნული ლაბორატორიაც, სწორედ, ლაბორატორიების ქსელის ბოლო ეტაპია.

ოთარ დანელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ  ლაბორატორია საქართველო -ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში შეიქმნა. ოთარ დანელიამ   საქართველოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის აშშ-ს მთავრობას და ელჩს მადლობა გადაუხადა.

,,ქვეყნის მასშტაბით ჯამში გვაქვს 11 თანამედროვე სტანდარტის ლაბორატორია, რომელიც  სხვადასხვა  მნიშვნელოვან მიმართულებებს ემსახურება. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის  სურსათის უვნებლობა  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და   იმისთვის, რომ ეს ვუზრუნველყოთ  ინფრასტრუქტურა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, — აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნების სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორმა, ლალი მაძღარაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრსა და აშშ-ს ელჩს ლაბორატორიის ახალი შენობა დაათვალიერა და  მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო.

,,განახლებულ, უახლესი აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიაში ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური და სხვა დაავადებების დიაგნოსტიკა იქნება შესაძლებელი. თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიის შექმნით, ჩვენ საშუალება მოგვეცა დავნერგოთ სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევებიც,“ — აღნიშნა ლალი მაძღარაშვილმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია აგრძელებს ლაბორატორიის შესაძლებლობების გაზრდას არამხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ რეგიონულ დონეზეც. LMA-ს ქსელში განხორციელებული პროექტებიდან დუშეთის ლაბორატორია წარმოადგენს დასკვნით ნაწილს, რომლის შედეგადაც საქართველოს მასშტაბით 11 ლაბორატორიის შენობა განახლდა ან საერთაშორისო დონის  აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღიჭურვა.

ახალი ლაბორატორიის ამოქმედებით რეგიონულ დონეზე გაიზრდება ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობები, დაინერგება კვლევის საერთაშორისო მეთოდები. ასევე, მომხმარებელთა მოთხოვნების ადეკვატურად, დაინერგება დიაგნოსტირება იმ პარამეტრებზე, რომელიც რეგიონისთვის მოცემულ მომენტში პრიორიტეტულად მიიჩნევა.

როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა აღნიშნა, რეგიონის მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობის, კერძოდ კი, მეცხოველეობის მიმართულებით საქმიანობს. შესაბამისად, რეგიონში მსგავსი ლაბორატორიის არსებობა მნიშვნელოვანია, რათა დარგი განვითარდეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე იური ნოზაძე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული — გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ს საელჩოს და აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
283 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6030 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB