ჩაქვში ,,მექანიზატორის’’ ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

49 Views Comment Off

ქობულეთის მუნიციაპალიტეტის დაბა ჩაქვში შპს ,,მექანიზატორის’’ ახალი სერვისცენტრი გაიხსნა.

7200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო 48 ერთეულ ტრაქტორზე გათვლილი მსუბუქი კონსტრუქციის სადგომები, აგრეგატებისა და სათადარიგო ნაწილების საწყობები, ბოქსები, სამრეცხაო, ვულკანიზაცია, სახარატო.

აშენდა სერვისცენტრის ადმინისტრაციული შენობაც, სადაც ოფისი, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო და სველი წერტილები მოეწყო.

ამ ეტაპზე, ჩაქვის სერვისცენტრში მობილიზებულია 28 ერთეული ტრაქტორი და 85 ერთეული აგრეგატი. ცენტრი ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტებს, ასევე ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებს მოემსახურება.

ახალი სერვისცენტრი საქართველოს სოფლის მეურენობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაურ ფუტკარძემ გახსნეს.

შპს „მექანიზატორი“ საქართველოს მასშტაბით უკვე ფლობს 13 სერვისცენტრს, სადაც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა მობილიზებული და ფერმერებს ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2557 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1343 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB