საერთაშორისო სამაგისტრო კურსი „აგრარული მენეჯმენტი” (MBA – Master of Business Administration in Agriculture), ვაინშტეფან-ტრისდორფის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია).
ცხადდება კონკურსი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაში „აგრარული მენეჯმენტი“ მონაწილეობის მისაღებად.
გერმანიის ვაინშტეფან-ტრისდორფის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი გაძლევთ შანსს სრულიად უფასოდ ისწავლოთ „აგრარული მენეჯმენტის საერთაშორისო სამაგისტრო კურსზე” (MBA – Master of Business Administration in Agriculture), რომელიც 2008 წელს დასახელებულ იქნა 10 საუკეთესო საერთაშორისო სამაგისტრო კურსებს შორის გერმანიაში.
ზემოთ აღნიშნულ უნივერსიტეტს საქართველოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. 1998 წლიდან დღემდე ვაინშტეფან-ტრისდორფის უნივერსიტეტი დაამთავრა 50-ზე მეტმა ქართველმა, რომლებიც დღეს წარმატებულად საქმიანობენ სხვადასხვა სახელმწიფოსა თუ კერძო აგროსექტორში.
ვაინშტეფან-ტრისდორფის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სწავლება მოიცავს 1 პრაქტიკულ სემესტრს (5 თვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა), რომლის დამთავრების შემდეგ, წარმატებული კანდიდატები აგრძელებენ თეორიულ სწავლებას და ეძლევათ სტიპენდია საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა გერმანული დიპლომი.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნები:
→ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი ან საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებული;
→ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი ან საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებული;
→ გერმანული ენის საშუალო დონე (A2-B1);
→ რეგისტრაცია (ონლაინ კითხვარი) მისამართზე: http://ima.hswt.de/de/ima-praktikum
რეგისტრაცია დაწყებულია, 6 მარტს (06.03.18) გერმანელი პროფესორთან შედგება გასაუბრება და ტესტი გერმანულ ენაში. შეხვედრა გაიმართება DAAD-ის თბილისის ოფისში.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლია იხილოთ პროგრამის ვებგვერდზე: http://ima.hswt.de/de/
ან დაუკავშირდეთ პროგრამის ამჟამინდელ მონაწილეს ნინო ნადიბაიძეს ელ.ფოსტა: nadibaidze_nino@yahoo.com