ახალი შოკოლადი ვირის რძეს შეიცავს

764 Views

შვეიცარიული კომპანიამ Eurolactis და ტექნოლოგმა ბეატრის ფარნეროდიმ, დაიწყეს თანამშრომლობა შოკოლადის დასამზადებლად, რომლის ერთ-ერთი ინგრედიენტი ვირის რძეა.

შოკოლადმა მიიღო დასახელება Quartier des Ânes, იგი შეიძლება ითარგმნოს როგორც „ვირების რაიონი“. ამ დასახელებას თავისი ისტორია აქვს, ამის შესახებ ისაუბრა კომპანია Eurolactis-ის დამფუძნებელმა პიერლუიჯი ორნეზუმ, რომელიც ვირის რძის გაყიდვითაა დაკავებული.

„ჩვენი ოფისი, 200 მეტრითა დაშორებული Fornerod -ის ქარხნიდან, როდესაც მე ქალაქის არქივებს ვეცნობოდი, აღმოჩნდა, რომ ამ ადგილს „ვირების რაიონი“ ეწოდებოდა. ზუსტად აქ XIX საუკუნეში ვირის რძის გადამამუშავებელი ქარხანა იყო, ამიტომ ავირჩიეთ ჩვენი შოკოლადისთვის ეს სახელი“-თქვა ორნეზუმ.

ახალი შოკოლადი მთლიანად ექსკლუზიურია, დაწყებული შემადგენლობით, დამთავრებული დიზაინით.

ეს არის პირველი შემთხვევა შვეიცარიული შოკოლადის ისტორიაში, როდესაც წარმოებისთვის გამოყენებული არ არის ძროხის რძე.

შოკოლადი

248Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB