„აგროსფერომ“კარტოფილის მოყვანის ტექნოლოგიაზე სემინარები გამართა

141 Views

“აგროსფერო” სისტემატურად მართავს პრეზენტაციებს, ატარებს სემინარებსა და პრაქტიკულ სწავლებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის შესახებ.

აპრილის თვეში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ჩატარდა სემინარები თემაზე: კარტოფილის მოყვანა, რომელიც მოიცავდა მცენარეთა დაცვისა და კვების პროგრამების გაცნობას.

სემინარის ფარგლებში ფერმერებს გააცნეს კომპანია Bayer-ის მცენარეთა დაცვის საშუალებების და კომპანია Yara-ს სასუქების ასორტიმენტი და მათი გამოყენების სპეციფიკაციები, რომლებიც გამოიყენება კარტოფილის მოყვანის ტექნოლოგიურ სქემებში.

აგროსფერო

ღონისძიებას უძღვებოდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ნუგზარ შენგელია და “აგროსფეროს” სპეციალისტები.

აღნიშნული სემინარი მიზნად ისახავდა ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის კარტოფილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლას, კვების რეჟიმებში გამოყენებული მინერალური სასუქების, ასევე მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებების გაცნობასა და აპრობირებული პრაქტიკის გაზიარებას.

აგროსფერო

სემინარის ფარგლებში დამსწრეებს გადაეცათ Bayer-ისა და Yara-ს პროდუქციის კატალოგები, ტექნოლოგიური სქემები და სხვა სახელმძღვანელო მასალა.

აგროსფეროსთან დასაკავშირებლად გადადით ბმულზე – აგროსფერო

34Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB