აგრარული მენეჯმენტის უფასო კურსი გერმანიაში

1368 Views Comment Off

გერმანიის ვაინშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გაძლევთ შანსს სრულიად უფასოდ ისწავლოთ „აგრარული მენეჯმენტის საერთაშორისო სამაგისტრო კურსზე” (MBA – Master of Business Administration in Agriculture), რომელიც 2008 წელს შესული იქნა, ტოპ 10 საუკეთესო სამაგისტრო კურსების რეიტინგში გერმანიაში.

ზემოაღნიშნული უნივერსიტეტს საქართველოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. 1998 წლიდან დღემდე ვაინშტეფანის უნივერსიტეტი დაამთავრა 50-მდე ქართველმა სტუდენტმა, რომლებიც დღეს წარმატებულად დასაქმებულები არიან სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორში.

ვაინშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სწავლება მოიცავს: 1 პრაქტიკულ სემესტრს (5 თვე სასოფლ-სამეურნეო პრაქტიკა ბავარიის ფერმებში) და 3 თეორიულ სემესტრს. სწავლის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ეძლევა გერმანული დიპლომი.

ივანე ჯავახიშვილის სახლეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ კონკურში უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყვნენ ეკონომიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები.
  • სასურველია გააჩნდეთ გერმანული ენის ფლობის გარკვეული დონე (სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი ენის ფლობის მაღალი დონე).

სტუდენტების შერჩევა მოხდება თებერვალ-მარტის თვეში გერმანელი პროფესორის მიერ გერმანულ ენაში ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ.

ხოლო კონკურსში მონაწილეობისათვის ორგანიზაციულ საკითხებზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორს ეთერ ხარაიშვილს:

მისამართი: თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, ოთახი #506
უნივერსიტეტის ქ. N2, 0186 თბილისი
მობილური: 577 42 42 94
ელ. ფოსტა: eter.kharaishvili@tsu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: აგრარული მენეჯმენტის საერთაშორისო სამაგისტრო კურსი

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2381 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1450 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB