აგარის სკოლაში — მოდულური პროფესიული სწვალება იწყება

29 Views Comment Off

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლობამ, შპს ,,აგარის შაქრის კომპანიამ“ და  ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლამ, ხელი მოაწერეს მემორანდუმს აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების დანერგვისა და ამ მიზნით კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ.

პროფესიული განათლების პროგრამები აგარის საჯარო სკოლაში  დაიწყება 2016 წლის სექტემბერში. მომზადება-გადამზადების კურსები ღია იქნება როგორც მე-10-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე ზრდასრულთათვის, რომელთაც სურთ პროფესიული უნარების გაუმჯობესება ან ახალი პროფესიის შეძენა.

სწავლება წარიმართება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში თანამედროვე მოდულების გამოყენებით. მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება ამ ზაფხულს. შეიქმნება და აღიჭურვება სახელოსნოები, ხოლო მასწავლებლები გაივლიან შესაბამის ტრენინგს სწავლების მოდულებში.

მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაივლის 75 ადამიანი. კურსდამთავრებულებს ექნება კარგი შესაძლებლობა დასაქმდნენ ადგილობრივ შრომის ბაზარზე.

აგარის საჯარო სკოლაში მიმდინარე ინიციატივა უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ხელშეწყობით და რომლის მიზანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან და განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ზრდასრული მოსახლეობისათვის.

„განათლების სისტემა უნდა იძლეოდეს პირადი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ასეთი განათლება გახდეს დასაქმების გაზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტი“, — თქვა ნათია ნაცვლიშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ.

აგარის საჯარო სკოლის გამოცდილება ხელს შეუწყობს ზრდასრულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების დანერგვასა და კერძო-საჯარო პარტნიორობის განვითარებას საქართველოს სხვა სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯებში.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB