2018 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას 49 მილიონი ლარი მოხმარდება

118 Views

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიმდინარე წელს დამატებით 35 მილიონი ლარი გამოიყოფა და 2018 წელს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს 49 მილიონი ლარი მოხმარდება. ამის შესახებ პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს.

პარლამენტში მიმდინარე განხილვისას მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ კომიტეტის წევრებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მიაწოდა ინფორმაცია და ვრცლად ისაუბრა 2018 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

გიორგი ხანიშვილის თქმით, მომავალი წლისთვის მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარე წელსვე დაიწყება.

დაგეგმილია სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური საშუალებების გაზრდა და გაძლიერება; დაგეგმილია აქტიური საინფორმაციო კამპანია; ასევე მიმდინარეობს მუშაობა კერძო სექტორთან და სამეცნიერო წრეებთან.

შეხვედრამ კითხვა პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB