2017 წლის აგრარული ტრენდი — ზუსტი მიწათმოქმედება იქნება

354 Views Comment Off

2017 წლის აგრარული ტრენდი — ზუსტი მიწათმოქმედება იქნება, ასეთ დასკვნამდე მივიდა ამერიკული აგრარული ჟურნალების CropLife და CropLife IRON-ის რედაქტორი, ერიკ სფილიგოჯი (Eric Sfiligoj).

ერიკ სფილიგოჯის სიტყვებით, აგრარული ბაზრის ექსპერტები პრაქტიკულად ერთხმად გამოხატავენ მოსაზრებას, რომ 2017 წელი უდიდეს წინსვლას მოიტანს ზუსტი მიწათმოქმედების სფეროში.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ 2016 წლის შემოდგომიდან, წამყვანმა კომპანიებმა, ძალიან  ბევრი ტექნოლოგიური სიახლე წარმოადგინეს ამ მიმართულებით.

აშშ-ს გამოფენებზე, მრავლად იყო პროგრამული უზრუნველყოფა და აპლიკაციები სოფლის მეურნეობისთვის და სწორედ ზუსტი მიწათმოქმედება (დრონების აქტიური გამოყენების ჩათვლით) იყო ყველაზე პოპულარული ხაზი.

ჟურნალ CropLife-ის კვლევის თანახმად, რომელშიც მონაწილეობდა, აშშ-ში, სოფლის მეურნეობის ტექნიკის 100 ყველაზე მსხვილი მომწოდებელი, ამ კომპანიების ნახევარზე მეტი, ზუსტი მიწათმოქმედების ახალ სიმაღლეზე ასაყვანად, დრონებს გამოიყენებს.

მაღალი აგრარული ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, ბაზარზე წარმატებისთვის კი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ტექნოლოგიების დანერგვაა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB