საქართველოს ტურიზმის განვითარების პოტენციალი (II ნაწილი)

443 Views Comment Off

ტურისტული პოტენციალის არსებობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული ტურისტული სექტორის ჩამოყალიბებისათვის, თუმცა, აუცილებელია ამ პოტენციალის სწორად გამოყენება, რაც ცოდნას, საკუთარ და სხვათა გამოცდილების გაზიარებას, სწორ მენეჯმენტსა და რაციონალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

ტურისტული პროდუქტის წარმოება ტურისტული დანიშნულების ადგილის შერჩევით იწყება, რომელსაც საკუთარი სასიცოცხლო ციკლი გააჩნია, ყველა სხვა პროდუქტის მსგავსად. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და, ფაქტიურად, წარმატების ძირითადი ფაქტორია, ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ სწორად შევარჩიოთ ტურისტული ადგილი და რაც შეიძლება რეალური წარმოდგენა გვქონდეს, თუ რომელ ეტაპზე იმყოფება ტურისტული დანიშნულების ადგილი.

ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს ბაზარზე იმგვარად ოპერირება, რომ მოთხოვნა ჩვენს ტურიტულ პროდუქტზე იყოს მაღალი და მინიმალური დანახარჯით მივიღოთ მაქსიმალური მოგება სხვათა კეთილდღეობის ხელის შეშლის გარეშე. გთავაზობთ განვიხილოთ რ.ბატლერის მიერ აღწერილი ტურისტული დანიშნულების ადგილის სასიცოცხლო ციკლი, რომელიც მოიცავს შესწავლის, ჩართულობის, განმტკიცების, სტაგნაციისა და ბოლოს, დაცემის ან გამოცოცხლების ეტაპებს.

1) შესწავლის ეტაპი — შესწავლის ეტაპზე მყოფი ტურისტული დანიშნულების ადგილზე შეინიშნება მცირე ტურისტული აქტივობა. თავგადასავლების მოყვარული ადამიანები დასასვენებლად ირჩევენ ისეთ ადგილს, რომელიც განსაკუთრებულია თავისი კულტურით, ბუნების სილამაზით, ისტორიით ან ლანდშაფტით. მაგრამ მოცემულ ადგილზე არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა და ტურისტული მომსახურების მიწოდება;

2) ჩართულობს ეტაპი — ჩართულობის ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა აცნობიერებს, რომ ტურიზმი მათი შემოსავლის წყარო ხდება და მცირე მასშტაბით  იწყება ვიზიტორთათვის ისეთი ტურისტული მომსახურების მიწოდება, როგორიცაა დანთავსება, კვება და ტრანსპორტი.

3) განვითარების ეტაპი — ხედავენ რა ტურისტული დანიშნულების ადგილის საკურორტო ტურიზმის ობიექტად ქცევის პოტენციალს, დიდი კომპანიები იწყებენ ინვესტირებას. შენდება დიდი სასტუმრო კომპლექსები და იყიდება დასვენების პაკეტები. ტურისტთა რაოდენობა დრამატულად მატულობს და იზრდება რეგიონის მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობა როგორც ტურიზმის სექტორში, ისე მშენებლობასა და მომსახურების სხვა დარგებში.

4) განმტკიცების ეტაპი — განმტკიცების ეტაპზე ტურიზმი ხდება ადგილობრივი ეკონომიკის მთავარი სექტორი. ადგილობრივი მოსახლეობა ეკონომიკის სხვა სექტორებიდან ტურიზმის სფეროში იწყებს დასაქმებას. ვიზიტორთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. ამავე დროს, ზოგიერთი რესტორანი და სხვა დაწესებულება მოძველებულია და არამიმზიდველია, ამიტომ მომხმარებელთა გარკვეული რაოდენობა ტოვებს ბაზარს.

5) სტაგნაციის ეტაპი — სტაგნაციის ეტაპზე ვიზიტორთა რაოდენობა რეალურად იკლებს, რადგან ტურისტული პროდუქტის მწარმოებელი ბიზნესი არაეფექტურად ფუნქციონირებს და კურორტი არამოდურია. სხვა ტურისტული დანიშნულების ადგილებთან კონკურენციამ, გაზრდილი ხმაურის დონემ საწყისი მახასიათებლების დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ტურისტული დანიშნულების ადგილის ზრდის შეჩერება.

6) დაცემის ან სტაგნაციის მეთოდი — სტაგნაციის წერტილის შემდეგ არსებობს განვითარების ორი შესაძლებლობა: დაცემა ან გამოცოცხლება. დაცემის პროცესი შეიძლება იყოს ნელი ან სწრაფი, ამ დროს რეგულარულ ვიზიტორებს ჩაანაცვლებენ ერთდღიანი ვიზიტორები ან ადამიანები, რომელთაც სურთ იაფად დასვენება. გამოცოცხლება გულისხმობს კერძო ან სახელმწიფო სექტორის მიერ თავდაპირველ კურორტზე ახალი ატრაქციონის შესაქმნელად და კურორტის პოპულარობის გასაზრდელად ახალი კაპიტალის ნაკადის ინვესტიცია.

უნდა აღინიშნოს, რომ ბატლერის ამ თეორიას ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. რა თქმა უნდა მას აქვს თვისი ხარვეზები, თუნდაც ის, რომ აუცილებელი არ არი ყველა ტურისტულმა პროდუქტმა გაიაროს სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპი. მაგალითად, შესაძლებელია ტურისტული დანიშნულების ადგილი აღმოჩენილ იქნას არა მომსმარებლის მიერ, არამედ მიმწოდებლის მიერ და შემდეგ იქნას იგი შეთავაზებული ეფექტური მარკეტინგის მეშვეობით მომხმარებლისთვის.

რადგან ვსაუბრობთ ტურისტული დანიშნულების ადგილზე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩვენ მიერ რესურსების სწორ გამოყენებასა და ეკოლოგიაზე. ტურიზმის მდგრადი განვითარება სწორედ ისეთ წარმოებას გულისხმობს, როდესაც რესურსების რაციონალური გამოყენება ხდება, ასევე ვზრუნავთ მათ აღდგენაზე და ვუფრთხილდებით აღუდგენელ ბუნებრივ რესურსებს.

რაც შეეხება ეკოლოგიას, ალბათ, საკამათო არ არის, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია. ჩვენ უნდა ვეცადოთ ისე ვაწარმოოთ ნებისმიერი პროდუქტი, არა მხოლოდ ტურისტული, რომ ზიანი არ მივაყენოთ ეკოლოგიას და დავიცვათ გარემო, სადაც ვარსებობთ, განსაკუთრებით კი კლიმატის ასეთი ცვლილების პირობებში.

ტურისტულ ბაზარზე ფუნქციონირებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ტურისტული პროდუქტის სპეციფიკურობა. იგი სხვა პროდუქტებისგან გარკვეული თვისებებით გამოირჩვა, რომლებიც აუცულებლად უნდა გავითვალისწინოთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ კონკურენტულ გარემოში.

იხილეთ: საქართველოს ტურიზმის განვითარების პოტენციალი (I ნაწილი)

გამოყენებული ლიტერატურა: ”ტურიზმის ეკონომიკა”, ავტ. მაია მარგველაშვილი; enternet.

ავტორი: მარიამ ტაკაშვილი

ტელ: 598-65-95-45
e-mail: takashvilimariami@gmail.com

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1331 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB