საქართველოს ტურიზმის განვითარების პოტენციალი (I ნაწილი)

565 Views

საზოგადოებრივი კეთილდღეობა, ნებისმიერ ქვეყანაში, ძირითადად დამყარებულია ქვეყნის ეკონომიკურ ძალაზე. გამართული და მაღალშემოსავლიანი ეროვნული ეკონომიკა ამცირებს ღარიბი მოსახლეობის რიცხვს და საშუალებას იძლევა სახელმწიფომ იზრუნოს საზოგადოების კეთილდღობაზე ისეთი ფორმით, როგორიცაა: ჯანდაცვის მაღალბიუჯეტიანი სისტემა, განათლების დონის ზრდა, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძლიერი არმიისა და პოლიციის ყოლა და ა.შ.

ტურიზმის სექტორს კი, როგორც ეკონომიკის ნაწილს, კარგად განვითარების შემთხვევაში საკმაოდ მაღალი შემოსავლების მიღება შეუძლია სახელმწიფოსთვის. იგი დღესდღეობით მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მაღალშემოსავლიანი ინდუსტრიაა, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით აგრძელებს განვითარებას.

ტურიზმის, როგორც ინდუსტრიის განხილვამდე, სამართლიანი იქნება გავეცნოთ მის განსაზღვრებას, რომელიც, საკმაოდ გვიან, 2000 წელს ჩამოყალიბდა გაეროს მიერ და წარმოდგენილია „ტურიზმის სატელიტურ ანგარიშში“ საკმაოდ რთული და დიდი მსჯელობისა და კვლევების საფუძველზე. მაშასადამე, ტურიზმი არის, ვიზიტორთა, პირთა აქტივობები, რომლებიც მიემგზავრებიან მათი ჩვეული გარემოდან სხვა ადგილისაკენ და იმყოფებიან იქ არა უმეტეს 12 თვის განმავლობაში თავისუფალი დროის გატარების, ბიზნესის, პილიგრიმობისა და სხვა მიზნით.

ამ ანგარიშში ასევე განისაზღვრა ტურიზმსა და მოგზაურობასთან დაკავშირებული ისეთი ტერმინები, რომელთა ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს სტატისტიკისა და შემდეგ ანალიზის გაკეთებისთვის, რათა შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

ტურიზმი, საერთაშორისო მასშტაბით, ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც აღმავლობითა და სწრაფი განვითარებით გამოირჩევა. მოგზაურობის ისტორია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ გვიან, ჯერ კიდევ მაშინ იწყება, როდესაც რომაელი მმართველები და შეძლებული იმპერატორები სიამოვნების მისაღებად პომპეასა და ჰერკულანიუმს სტუმრობდნენ ხოლმე. მოგზაურობას დიდი  დატვირთვა ჰქონდა იმ ვაჭრებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობდნენ ეკონომიკური სარგებლის მისაღებად.

მოგზაურობის ტურიზმის ინდუსტრიის სახით ჩამოყალიბებას ხელი ჯერ ინგლისის ინდუსტრიალიზაციამ შეუწყო, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ხოლო, ცოტა მოგვიანებით, 50-იან წლებში რეაქტიული თვითმფრინავების წარმოების განვითარებამ. დღეისთვის მოგზაურობა და ტურიზმი საგრძნობლად გაიზარდა როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მნიშვნელობით და განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკური სექტორი.

მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიოს საბჭოს ( WTTC) მონაცემებით, მოგზაურობა და ტურიზმი დღეისთვის მსოლიოს ყველაზე დიდი ინდუსტრიაა ყველა ეკონომიკური საზომით. 2010 წელს მისი წილი გლობალურ მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტის) 9% იყო, ეს უფორ მეტია, ვიდრე გლობალური საავტომობილო ინდუსტრიის წილი ( 8,5% ) და ოდნავ ნაკლები, ვიდრე საბანკო სექტორის (11%).

ამის გამომწვევ მიზეზებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იმატა საზოგადოების აქტიურობამ, ბიზნესის მასშტაბები გაიზარდა და თანდათან უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ხდება საერთაშორისო ეკონომიკის ნაწილი, რაც განაპირობებს ბიზნეს ტურიზმის აქტიურ გამოყენებას.

გარდა ამისა, თანდათან უფრო მეტი ადამიანი ცდილობს დრო და ფინანსური რესურსი დაუთმოს საკუთარი  თავის რეკრეაციას, მოთხოვნილება უჩნდება მოინახულოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები, დაესწროს სხვადასხვა ფესტივალებს  და ა.შ.  ტურიზმის სექტორის პოტენციალიდან გამომდინარე, იგი ქვეყნების უმეტესობის პრიორიტეტული დარგი უნდა იყოს და, მათ შორის, საქართველოსთვისაც. თუმცა, ნებისმიერი საქმიანობის სწორად წარმართვა მის კარგად ცოდნას მოითხოვს, ამიტომ ახლა განვიხილოთ საქართველოს ტურისტულ პოტენციალთან ერთად, ტურიზმის ბაზრის ძირითადი თავისებურებები.

ატრაქციების, ანუ ღირსშესანიშნაობების გარეშე არ არსებობს ტურიზმი. ისინი ტურიზმის სისტემის უმთავრესი ელემენტებია, ტურისტული დანიშნულების ადგილისადმი ხალხის მოზიდვის უნარით. უკეთ რომ ვთქვათ, ტურისტული დანიშნულების ადგილი ატრაქციების მიხედვით უნდა შეირჩეს, რათა მათ გარეშე, ფაქტიურად წარმოუდგენელია ტურიზმის მიწოდება. ატრაქციები მეტად განსხვავებული ბუნებისაა და კლასიფიცირდება სამ დიდ ჯგუფად:

1)      ძირითადი ბუნებრივი ატრაქციები

2)      ძირითადი ხელთქმნილი ატრაქციები

3)      მიზნობრივად აგებული ატრაქციები

ძირითადი ბუნებრივი ატრაქციები მოიცავს: კლიმატს, სანაპიროებს, ლანდშაფტს, ფაუნასა და ფლორას, ჩანჩქერებს, ტბებს, მთებს.

ძირითად ხელთქმნილ ატრაქციებში ერთიანდებიან ისეთი ატრაქციები, რომლებიც ადამიანის ხელითაა შექმნილი, ოღონდ არა ტურისტული მიზნებისთვის, თუმცა მათ აქვთ მოგზაურთა მოზიდვის უნარი. ისინი შეიძლება დაიყოს: აგებულ ატრაქციებად ( არქიტექტურა, ტაძრები, ძეგლები, ბუნებრივი პარკები, კურორტები, ბაღები და პარკები); კულტურულ ატრაქციებად (მუზეუმები, თეატრები და სპორტული არენები, ხელოვნება, რელიგია, ისტორია, ფოლკლორი, კარნავალები და სხვა გართობა, ფესტივალები).

მიზნობრივად აგებული ატრაქციები აგებული ან ჩაფიქრებულია ტურიზმის მიზნებისთვის და მოიცავს: თემატურ პარკებს, სათხილამურო ტრასებს, ნავსაყუდელებს, ფესტივალებს, ღონისძიებებს, აკვაპარკებს. ამ სამი ტიპის ატრაქციები შეიძლება იყოს როგორც „ხანგრძლივ ყოფნაზე ფოკუსირებული“, ასევე „წრიული ტურისა“ და „გზად მოსანახულებელი“ ტურებისთვის გათვალისწინებული.

განვიხილოთ საქართველოს პოტენციალი ზემოთ მოყვანილი ატრაქციების მიხედვით. ალბათ ყველა ვაღიარებთ, რომ საქართველო შესანიშნავი და მრავალფეროვანი ბუნებით დაჯილდოებული ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია მოვინახულოთ როგორც უმაღლესი მწვერვალები, ასევე გამოქვაბულები საინტერესო სტალაქტიდებითა და სტალაგმიტებით.

საქართველოს შეუძლია ვიზიტორებს მრავალფეროვანი ტურები შესთავაზოს დაწყებული კავკასიონიდან, დამთავრებული შავი ზღვის სანაპიროთი; მთამსვლელობა, ფეხით მოგზაურობა, მთებში ველოსიპედით მოგზაურობა, პარაპლანით ფრენა, თხილამურებით სრიალი, რაფტინგი, ნავით გასეირნება და ა.შ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დღესდღეობით ტურიზმის სექტორში განსაკუთრებით პოპულარულია მთამსვლელთა ტურები და ჯომარდობა, საქართველოს კი ორივეს პოტენციალი გააჩნია. მთამსვლელთა ტუერბის მოწყობა შესაძლებელია როგორც პროფესიონალებისთვის, კავკასიონზე, ასევე მოყვარულთათვის, რომლის საშუალებას ბორჯომიც იძლევა. თუმცა, კომერციული თვალსაზრისით, ამ ეტაპზე, ალბათ, უკეთესი იქნება ქლაიმინგ-ტურების მოწყობა მოყვარულთათვის, რათა მოთხოვნა მაღალი იყოს და შემოსავალიც შესაბამისად მაღალი გვქონდეს.

საქართველოს წყალუხვობიდან გამომდინარე, წარმატებული იქნება საჯომარდო ტურისტული ტურების მოწყობა. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში მდებარე ულამაესი კანიონები. ფლორასთან ერთად, საქართველო აუნითაც მდიდარია. ჩვენს ტყეებში ბინადრობენ წითელ წიგნში შესული ულამაზესი ჯიშები, რომელთა ნახვა ნამდვილად დიდი სიამოვნებაა ნებისმიერი ტიპის ტურისტისთვის.

საქართველო, თავისი ისტორიიდან და კულტურიდან გამომდინარე, მდიდარია ძირითადი ხელთქმნილი ატრაქციებით. მაგალითისთვის საკმარისია მოვიყვანოთ დედაქალაქ თბილისში არსებული ტაძრები, მუზეუმები, ისტორიული ადგილები, რომლებსაც წარსულში სხვა დანიშნულება ჰქონდათ, თუმცა თავიანთი დატვირთვიდან გამომდინარე, დღეს შეგვიძლია მათი ტურისტულ პროდუქტად გამოყენება.

ზემოთ მოყვანილი ორი ტიპის ატრაქციების ძირითადი ღირსება გახლავთ ის, რომ მათი წარმოება არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს, რათა ძირითადი პროდუქტი უკვე შექმნილი სახითაა ჩვენთვის წარმოდგენილი და საჭიროებს სწორ მარკეტინგს, ოპერირების ადგილის ტურისტული ზონისთვის საჭირო დეპარტამენტებითა და კომნიკაციებით უზრუნველყოფას ( ბანკები, ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები, კვების დაწესებულებები), ასევე უსაფრთხოების გარანტიას. იგივეს თქმა არ შეგვიძლია მიზნობრივად აგებულ ატრაქციებზე.

ამ შემთხვევაში პროდუქტს თავიდან ბოლომდე ჩვენ ვაწარმოებთ, რაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა, შესაძლებელია სხვადასხვა გრატებისა და სპონსორების მოძიებით დანახარჯების შემცირება და სარგებლის მიღება. საქართველოში, ამ ეტაპისთვის, მიზნობრივად აგებული ატრაქციების მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბათუმში კაზან-ტიპის ჩატარება, რაც ითვალისწინებდა უშუალოდ ამ ღონისძიებიდან სახელმწიფოსა და კერძო მეწარმეთათვის სარგებლის მოტანას, პოტენციური მომხმარებლის მოზიდვას და  საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას.

 

გამოყენებული ლიტერატურა: ”ტურიზმის ეკონომიკა”, ავტ. მაია მარგველაშვილი; enternet.

ავტორი: მარიამ ტაკაშვილი

ტელ: 598-65-95-45
e-mail: takashvilimariami@gmail.com

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
თქვენი საეკლამო ბანერი
აგროკავკასია FB