ქართული აგრარული პორტალი – ფერმერებისა და კომპანიებისთვის

331 Views

ქვეყანაში სოფლის მეურნეობის და სასოფლო დასახლებების განვითარების კუთხით მიმდინარე პროცესების ფონზე, განსაკუთრებით თვალშისაცემია-დარგობრივი საინფორმაციო საშუალებების სიმწირე.

ახალი ტექნოლოგიების, ჯიშების, მცენარეთა დაცვის საშუალებების, აგრობიზნესის, აგროტურიზმის, მეცხოველეობის, მემცენარეობის, მებაღეობის, მეთევზეობის და ა.შ დარგების შესახებ, ინფორმაციის მოპოვება ქართულ ენაზე ფაქტიურად შეუძლებელია.

სოფლის მეურნეობისა და ზოგადად სოფლის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო-დინამიურად განვითარებადი სივრცის არესებობა და მისი ხელშეწყობა.

წარმოება და მარკეტინგიკი 21 საუკუნეში წარმოუდგენელია ინფორმაციული უზრუნველყოფის გარეშე. საქართველოში მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თვალსაზრისით დარგში აშკარა კრიზისია.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე 2014 წელს დავიწყეთ პროექტის: საინფორმაციო-ანალიტიკური აგროპორტალი „აგროკავკასია“ http://agrokavkaz.ge/ განხორციელება.

ფერმერთა საჭიროებიდან გამომდინარე, შერჩეული იქნა რუბრიკები: მემცენარეობა, მეფუტკრეობა,  აგროტურიზმი, მეცხოველეობა, მებაღეობა, მევენახეობა, მეთევზეობა, მეღვინეობა, მებოსტნეობა, წარმოება, ბიზნესი, ტექნოლოგია, ახალი ამბები.

ქალბატონების მოთხოვნის ნიადაგზე დაემატა „სამკურნალო მცენარეები“.

ძალიან დიდ ინტერესს იწვევს მკითხველში რუბრიკა „ფერმერთა სკოლა“ სადაც იდება სტატიები: ფერმერული საქმიანობის შესახებ თვეების მიხედვით, აგრეთვე სტატიები ნიადაგის და სამეურნეო საქმიანობის ზოგადი საკითხების შესახებ.

ყოველდღიურად შუქდება დარგობრივი, აგრეთვე დარგთან დაკავშირებული პროცესები და საკანონმდებლო რეგულაციები, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით.

განვლილი პერიოდის სტატისტიკა და რეიტინგული მონაცემები

  1. საიტის კონცეფცია, დიზაინი, პროგრამირება დასრულდა 2014 წლის 26 აგვისტოს.
    2.  საიტის სატესტო რეჟიმი 2014 წლის 02 სექტემბერი-1014 წლის 02 ოქტომბერი
    3.  ფუნქციონირება სრულ რეჟიმში-2014 წლის 02 ოქტომბერი

ოფიციალური სტატისტიკა, TOP.GE

1. 2014 წლის 02 სექტ.-2016 წლის 24 ივნისი. საიტზე დაიდო 1300-ზე მეტი სტატია;

2. აღნიშნულ პერიოდში საიტზე შემოვიდა 840 500 უნიკალური მომხმარებელი (TOP.GE)

3. სტატიების წაკითხვადობის საერთო მაჩვენებლი 1 000 000-ს აჭარბებს, არის საიტზე სტატიები რომელსაც 15 000-ზე მეტი წაკითხვა აქვს.

4. საქართველოში TOP-რეიტინგში დაფიქსირებულ 14 700-ზე მეტ საიტს შორის, ამ ეტაპზე საიტი 250 საუკეთესოშია.

5. საქართველოში TOP-რეიტინგის ყველაზე კონკურენტუნარიან კატეგორიაში : News, Media, TV, Radio, Newspapers დაფიქსირებულ 1000-ზე მეტ საიტს შორის-საუკეთესო 100-ს შორისაა. დარგობრივ რეიტინგში უპირობო პირველ ადგილზეა-დიდი უპირატესობით.

„აგროკავკასია“ არ ფინანსდება: არც სახელმწიფო, არც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

გისურვებთ წარმატებას!

In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB