დრონები ტყის უკანონო ჩეხვის წინააღმდეგ

ტყე, დრონი

უკანონო ტყის ჩეხვის შემცირება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია თანამედროვე მსოფლიოს ეკოლოგიური მდგომარეობისთვის, სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვაგვარად ებრძვიან ამ პრობლემას.

უკრაინაში, ამ პრობლემასთან ბრძოლა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დაიწყეს.

დრონის მეშვეობით ტყეების დათვალიერება და მონაცემთა შედარება, ტყის ჩეხვის გამოვლენის თვალსაზრისით, ძალიან მცირე დროში საკმაოდ მაღალ ეფექტს იძლევა.

უკრაინული სტარტაპ Drone.UA-ს გუნდს, საწყის ეტაპზე ორ მონაკვეთი გადასცეს გასააკონტროლებლად, საერთო ჯამში (მათ შორის ნაციონალური პარკი „ტყისპირი“) 3284 ჰექტარი.

დრონის მეშვეობით გადაღებული ფოტოების, ბაზაში არსებულ მასალებთან შედარებით, მიმდინარე ტყის ჩეხვის (ან ახლად გაჩეხილი) მონაკვეთის გამოვლენა ხდება.

dron_tyis_chekhva_4444749000228111109

კომპანიაში აცხადებენ, რომ დრონებს შეუძლიათ დააფიქსირონ არამარტო ლოკაცია, არამედ ტექნიკის რაოდენობა და მათი სანომრე ნიშნებიც კი.

მათი თქმით, ერთი წლის განმავლობაში, კონტროლირებად რაიონებში 38,2 ჰექტარზე განხორციელდა ლიცენზირებული ჭრა, აქ უკვე ახალი ნერგებია დარგული, თუმცა გამოვლენილია 10 ჰექტარი ტყის უკანონო ჩეხვის ფართობიც.

პროექტის მეშვეობით უკანონო ჩეხვის შემცირებასთან ერთად, გამოვლინდება უკვე გაჩეხილი აღუნუსხავი მასივები, რაც მნიშვნელოვანია ტყის აღდგენისთვის.

თქვენი რეკლამა