ოთხი პოპულარული მითი მზის ენერგიის შესახებ

წარმოგიდგენთ ოთხ ყველაზე გავრცელებულ მითს მზის ენერგიის შესახებ და რეალურ ფაქტებს, განმარტებებს მოგვცემს Midsummer CEO-ის (შვედეთი) გენერალური დირექტორი სვენ ლინდსტრომი (Sven Lindström).

მითი 1. მზის ელემენტების შესაქმნელად საჭიროა უფრო მეტი-რესურსი, ვიდრე ის გამოიმუშავებს ექსპლუატაციის პერიოდში.

უარყოფა: სიმართლეა მხოლოდ ნაწილობრივ. დღევანდელ დღეს, მზის ელემენტების შესაქმნელად გაწეული ხარჯის ამოღების პერიოდი 2 წელია, ხოლო ზოგიერთი სახის ელემენტებისთვია სულაც 1 წელი. ამ დროი გასვლის შემდეგ, ექსპლუატაციის მთელ დანარჩენ პერიოდში (ხშირად 25 წელი) თქვენ იღებთ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას.

მითი 2. მზის ენერგეტიკა არა არის სიცოცხლისუნარიანი, დამატებითი სუბსიდიების გარეშე.

უარყოფა: დღეს ტექნოლოგიური მიღწევები მიმართულია, მზის ენერგეტიკის ეფექტურობის ამაღლებისკენ. მზის ენერგია ამ ეტაპზე ძალიან გაიაფდა. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ შემდეგი: უორენ ბაფეტმა ნევადის მზის ენერგიის გამომამუშავებელ სადგურთან, დადო ხელშეკრულება ელექტრო ენერგიის შეძენაზე 1 კვ\სთ-3.87 ცენტად, ეს კი ყველაზე იაფი ფასია ელექტროენერგიაზე-ა.შ.შ-ში და მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობაში.

(უორენ ბაფეტი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ინვესტორია მსოფლიოში. „ფორბსის“ 2014 წლის მონაცემებით, იგი მეოთხე ადგილზეა პლანეტის მილიარდერთა რეიტინგში, მისი ქონება 58.2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.)

მითი 3. მზის ენერგია მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება მომგებიანი, თუ მზის ელემენტების და აკუმულატორების მწარმოებელი კომპანიები, დაიწყებენ იაფ და ეფექტურ სერიულ წარმოებას.

უარყოფა: მზის ენერგია დღეს უკვე საკმაოდ ეკონომიური და კოკურენტუნარიანია-როგორც წყარო, იაფი ელემენტები და აკუმულიატორები რა თქმა უნდა უფრო გაზრდიან, მზის ენერგეტიკის ეფექტურობას, თუმცა უკვე დღეს ის უკვე საკმაოდ ეფექტურია, განსაკუთრებით სამხრეთის ქვეყნებში.

მითი 4. მზის ელემენტებს მწარმოებელი კომპანიები კოტრდებიან

უარყოფა: ზოგი მწარმოებელი კოტრდება ზოგი არა, ეს დამოკიდებულია ტექნოლოგიებზე და ბიზნესის უნარიან მართვაზე, მაგალითად უფრო მომგებიანია თხელი, მსუბუქი და მოქნილი მზის პანელების წარმოება…

თქვენი რეკლამა