მუდმივი ზაფხულის ზონები, ოაზისები — გეოთერმული ენერგიით

580 Views Comment Off

უახლოეს 2 წელიწადში, რეიკიავიკში, ისლანდიის დედაქალაქში, გუმბათოვან ბიოშენობებს ააგებენ, რომლებიც გეოთერმული ენერგიით იქნებიან უზრუნველყოფილი. ეს იქნება მუდმივი ზაფხულის ზონები +250C ტემპერატურით.

პროექტი Aldin, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ესეთ ბიონაგებობას, შეიმუშავა არქიტექტურულმა და დიზაინერეულმა სააგენტომ Spor i Sandinn.

ნაგებობის შიგნით გეოთერმული ენერგიის ხარჯზე მუდმივად იქნება შენარჩუნებული სუბტროპიკული კლიმატი, ეს კი ისლანდიელებს სხვადასხვა ეგზოტიკური ხილის და ბოსტნეულის მოყვანის შესაძლებლობას მისცემს.

ოაზისების გახსნას 2018 წლის ბოლოს, 2019 წლის დასაწყისში ელოდებიან.

გეოთერმული

გეოთერმული ენერგია — განახლებადი ენერგიის წყაროა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით — საქართველოში გეოთერმული წყლების პროგნოზული მარაგები აღწევს 250 მლნ. კუბ.მ-ს წელიწადში.

დღეისათვის ცნობილია 250-ზე მეტი ბუნებრივი და ხელოვნურად გაბურღული გამოსავლები, რომლებშიც გეოთერმული წყლის ტემპერატურა მერყეობს 30-1100 C-ის ფარგლებში, ეს გამოსავლები დაჯგუფებულია 44 საბადოდ. აქედან 3500 კვ.მ-ზე განთავსებულია ისეთი ჭაბურღილები რომელთა წყლის ტემპერატურა არის 850C და მეტი.

გეოთერმული საბადოების 80%-ზე მეტი განლაგებულია დასავლეთ საქართველოში.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB