ისწავლე უფასოდ და დასაქმდი აგროსექტორში!

ისწავლე, დასაქმდი, აგროსექტორში, უფასო, სწავლება, ფერმერებს

დუალური პროფესიული განათლების მიღების მსურველებს 10 აგვისტოს ჩათვლით, მხოლოდ პირადობის მოწმობით საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში, შესაბამის პროფესიულ სასწავლებელში და ვებ-გვერდზე vet.emis.ge შეუძლიათ დარეგისტრირება.

აპლიკანტები პროფესიულ ცოდნასთან ერთად სახელმწიფოსგან მიიღებენ სრულ დაფინანსებას და დასაქმდებიან შესაბამის საწარმოებში.

2020 წლის საშემოდგომო მიღება ილია წინამძღვრიშვილის სახელობის (რძის პროდუქტების წარმოება, მეხილეობა); „აისის“ (ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება); „იბერიის“ (მეხილეობა); „განთიადის“ (მეხილეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა); კოლეჯებმა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა (მებაღეობა) გამოაცხადეს.

დუალური მიდგომით შემუშავებული პროფესიული პროგრამები ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების და პარტნიორი საწარმოების მხარდაჭერით, რომელსაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია „GFA“ და სექტორული უნარების ორგანიზაცია „აგრო-დუო“.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://vet.emis.ge/

თქვენი რეკლამა