იგეგმება ფრინველების და ცხოველების საკვების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა

136 Views Comment Off

კომპანია “აგრო თრეიდინგ ჯორჯია” მიმდინარე წელს ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს, აქ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფრინველებისა და ცხოველებისთვის საკვები იწარმოება. როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, საწარმოს მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. დეტალურად კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბექა ბექაია გვესაუბრა. 

— როგორც ვიცი, ფრინველების და ცხოველების საკვების წარმოებას აპირებთ, უფრო დეტალურად რა პროდუქციის წარმოებას გეგმავთ და თუ არის დღეს ბაზარზე მსგავსი წარმოება ?

— ჩვენ გახლავართ საკვები დანამატების მწარმოებელი უდიდესი ჰოლანდიური კომპანიის თროუწ Nუტრიტიონ-ის (Nუტრეცო-ს კომპანია) პარტნიორები საქართველოში. გარდა იმისა, რომ მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის ფერმერულ მეურნეობებს ვაწვდით საუკეთესო ხარისხის საკვებ დანამატებს, ვთავაზობთ მათ კონსულტაციებს კვების ტექნოლოგიის და ფერმის მენეჯმენტის კუთხით.

ჩვენი კომპანია დღესაც აწარმოებს საკვებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფრინველებისა და ცხოველებისთვის, თუმცა, წარმოება არის ნახევრად ავტომატური, რაც, გარდა იმისა, რომ აძვირებს პროდუქციის თვითღირებულებას, მნიშვნელოვნად ამცირებს საწარმოო სიმძლავრეს და ართულებს ხარისხის კონტროლს. ამის გამო გადავწყვიტეთ შეგვექმნა ახალი, ავტომატური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქარხანა, რომელიც მოგვცემს საშუალებას უმაღლესი ხარისხის საკვებით დავაკმაყოფილოთ მუდმივად მზარდი ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნები.

ჩვენი ინფორმაციით, ბაზარზე არსებობს ცხოველთა საკვების მწარმოებელი რამდენიმე კომპანია, თუმცა, ვერაფერს ვიტყვი მათი წარმატებების შესახებ. ჩვენ ვცდილობთ მუდმივად განვვითარდეთ, გავერკვეთ კვების თანამედროვე ტექნოლოგიებში და დავნერგოთ იგი ჩვენი ქვეყნის თითოეულ რეგიონში, რათა უნარიან ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება განავითარონ თავიანთი ფერმერული მეურნეობები და მიიღონ შესაბამისი სარგებელი.

— “აგრო თრეიდინგ ჯორჯია”-მ “აწარმოე საქართველოში” პროექის ფარგლებში მიიღო დაფინასება, რამდენით დაფინანსდა საწარმო და ძირითადად რა მიმართულებებზე გადანაწილდება თანხები?

— “აწარმოე საქართველოში” პროექტის ფარგლებში ჩვენ დაფინანსება არ მიგვიღია. ჩვენ სიმბოლურ ფასად გადმოგვეცა მიწის ნაკვეთი იმ ვალდებულებით, რომ 2 წლის განმავლობაში 2,6 მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ. აღნიშნული ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ, როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო სესხის საშუალებით და არ არის გამორიცხული ვისარგებლოთ პროგრამით “აწარმოე საქართველოში”.

— სად განთავსდება საწარმო ტერიტორიულად და რა ტერიტორიას დაიკავებს?

— საწარმო კომპლექსი ტერიტორიულად მოეწყობა ზემო ფონიჭალაში და მოიცავს, როგორც უშუალოდ ქარხნის შენობას და დანადგარებს, ასევე ნედლეულის მიმღებ და შესანახ ინფრასტრუქტურას.

— როდის დაიწყება საწარმოს მშენებლობა, რამდენ ხანს გასტანს და როდის იგეგმება საწარმოს ამოქმედება?

— საწარმოს მშენებლობა უახლოეს ხანებში დაიწყება და ჩვენი გათვლებით, 15 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა, ვეცდებით, რომ ამ ვადამ რაც შეიძლება ახლოს გადმოიწიოს, რათა, ერთის მხრივ, სწრაფად შევასრულოთ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები და, მეორეს მხრივ, სწრაფად შევძლოთ კომპანიის საწარმოო შესაძლებლობების გაზრდა ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

— რაც შეეხება უშუალოდ ნაწარმისთვის საჭირო ნედლეულს, სად მოხდება მისი შეძენა-იქნება ეს ადგილობრივი, თუ გეგმავთ ნედლეულის შემოტანასაც?

— ჩვენ, როგორც წესი, პრიორიტეტს ვანიჭებთ ადგილობრივ ნედლეულს და ადეკვატური ფასისა და ხარისხის შემოთავაზების შემთხვევაში, ვყიდულობთ ქართულ პროდუქციას, თუმცა, სამწუხაროდ, ქართული წარმოების მარცვლეული (სიმინდი, ხორბალი, ქერი) მოსავლის აღებიდან მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. ამიტომ, იძულებული ვართ წლის დანარჩენი პერიოდი ვაწარმოოთ იმპორტული ნედლეულის შესყიდვები.

ბოლო პერიოდში გამოსწორდა სიტუაცია პროტეინის შემცველი ნედლეულის (სოიოს შროტი, მზესუმზირის შროტი და ა.შ.) მოწოდების კუთხით, მას შემდეგ, რაც ფოთში გაიხსნა სოიოს გადამამუშავებელი საწარმო. ამან მოგვცა საშუალება გაგვენახევრებინა იმპორტირებული პროტეინოვანი ნედლეულის თითქმის 100%-იანი წილი.

— რა მოცულობის ბაზარზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია და რა ბაზრების ათვისებას გეგმავთ, იქნება ეს მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი თუ ექსპორტზე გასვლაც გაქვთ დაგეგმილი?

— საქართველოში არის დიდი პოტენციალი და აქ ვაპირებთ დიდი ენერგიის ჩადებას, თუმცა, გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში პროდუქციის რეალიზაციის კონკრეტული გეგმები და ვფიქრობთ, რომ უმაღლესი ხარისხის და ლოჯისტიკიდან გამომდინარე, სტაბილურად გვექნება სერიოზული კონკურენტული უპირატესობები დაბალი თვითღირებულების სახით.

— რამდენი ადამიანის დასაქმება იგეგმება პროექტის ფარგლებში?

— უშუალოდ ჩვენს საწარმოში ვფიქრობთ, რომ დასაქმდება დაახლოებით 20-25 ადამიანი, თუმცა, ეს არ არის მნიშვნელოვანი ციფრი დასაქმების კუთხით. ყველაზე დიდი სარგებელი, რაც შეიძლება საზოგადოებამ მიიღოს ჩვენი კომპანიის წარმატებული საქმიანობით, არის ათასობით დასაქმებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი ფერმერი. წარმატებული ფერმერების მუდმივად მზარდი რაოდენობა არის ის, რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას ანიჭებს ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს, მენეჯმენტიდან დაწყებული პროდუქციის საბოლოო გამყიდველით დამთავრებული.

პაატა ბაირახტარი
წყარო: ბანკები და ფინანსები

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
236 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB