ჰოლანდიაში პირველი ჰიბრიდული ტრაქტორი გადის ტესტირებას

576 Views

ჰოლანდიური კომპანია Boessenkool პირველი ჰიბრიდული ტიპის ტრაქტორის ტესტირებას ახდენს.

მოდელი Multi Tool Trac-ის თვითეულ ბორბალი აღჭურვილია 59 ცხენის ძალის სიმძლავრის საკუთარი ელექტროძრავით, მისი სიმძლავრე ჯამში 236 ცხენის ძალაა.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკური სიახლის კიდევ ერთი თავისუბერებაა, ბორბლების რეგულირებაა, ბორბლებს შორის დაშორების შემცირება-გაზრდა შესაძლებელია 2.2-3.2 მეტრის ფარგლებში.

ტრაქტორი იმგვარადაა დაპროექტებული, რომ გზაზე გადაადგილდეს მინიმალური 2.2 მეტრის დაშორებული ბორბლებით (რაც ამცირებს მთლიან მოცულობას), ხოლო მინდორში (სამეურნეო სივრცეში) მას შეუძლია იმოძრაოს მაქსიმალური მოცულობით.

წინა და უკანა ბორბლებს შორის დაშორება გათვლილია ისე რომ, მათ შორის შესაძლებელია გუთნის და სხვა დამატებითი მოწყობილობების ჩაბმა. ტრაქტორს დამატებითი ინსტრუმენტების და მოწყობილობების 5 პოზიცია გააჩნია.

კაბინის გადაადგილება და ფიქსირება შესაძლებელია ძარის მთელ სიგრძეზე. ტვირთწევა 5 ტონაა. გარდა ამისა ტრაქტორი აღჭურვილია 6 ცილინდრიანი, 210 ცხენის ძალის სიმძლავრის დიზელის ძრავითაც.

მოდელის პირველი პროტოტიპი აიგო 2015 წელს, მეორე ეხლა გადის ტესტირებას, საბოლოო დიზაინის დამტკიცება მომავალ წელს იგეგმება, ხოლო ბაზარზე გაშვებას 2019 წელს ვარაუდობენ.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2187 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB