ღრძილების სამკურნალო მცენარეული საშუალებები-დოზებით

91 Views Comment Off

«ღრძილების ტკივილი ჭამის დროს, სისხლდენა, პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და, აქედან გამომდინარე, ხალხთან ურთიერთობის შიში — ეს ყველაფერი მჭირდა ორი წლის წინ, რამაც კინაღამ დეპრესიამდე მიმიყვანა», — გვწერს «მკურნალი.გე»-ს მკითხველი, რომელმაც გამოსავალი სამკურნალო ბალახებში იპოვა და საკუთარ თავზე გამოცდილი რეცეპტები გაგვიზიარა:

1. სალბის ნაყენი — 1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
2. გვირილის ყვავილის ნახარში — 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
3. მარწყვბალახას ნაყენი — 20 გ 1 ჭიქა წყალზე;
4. ბეგქონდარას ნახარში — 15 გ 1 ჭიქა წყალზე;
5. ცაცხვის ყვავილის ნახარში — 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
6. კრაზანას ნახარში — 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე; 
7. აბზინდის ნაყენი — 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
8. გულყვითელას ყვავილედის ნახარში — 10 გ 1 ჭიქა წყალზე;
9. ოროვანდის ფესვის ნაყენი — 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
10. ჟოლოს ფოთლების ნახარში — 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
11. მაყვლის ფოთლების ნახარში — 2 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
12. შავი მოცხარის ფოთლების ნაყენი — 5 გ 1 ჭიქა წყალზე;
13. შოთხვის ყვავილის ნაყენი — 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე.
14. მოცვი, ძახველი, პირშუშხა, ხახვი, ნიორი — ანადუღარ წყალში გახსნილი.

ნაყენი ასე მზადდება: მშრალი დაქუცმაცებული ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი და 10-15 წუთით ორთქლის აბაზანაში ადუღეთ, შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ (ამისთვის 30-45 წუთია საჭირო), 2-3 ფენა დოლბანდში გაწურეთ და ანადუღარი წყლით თავდაპირველ მოცულობამდე შეავსეთ.

ნახარშის მომზადების წესი კი ასეთი გახლავთ: მშრალი დაქუცმაცებული ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, თავდახურული 30-45 წუთი ადუღეთ ორთქლის აბაზანაში, შემდეგ ოთახის ტემპერატურაზევე გააგრილეთ (10-15 წუთით), 2-3 ფენა დოლბანდში გაწურეთ და ანადუღარი წყლით თავდაპირველ მოცულობამდე შეავსეთ. ეს საშუალებები გამოივლეთ პირის ღრუში, სანამ შედეგს არ დაინახავთ.

mkurnali.ge

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
237 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB