ეკოლოგიური მოტობლოკი ფერმერებს – ბიო წარმოებისთვის

1733 Views

ესპანური კომპანია Eco motor electric ქმნის ელექტრო ენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებს და ელექტრო-მექანიკური მოწყობილობებს.

ესპანელები მას „მომავლის მწვანე ტრაქტორს“ უწოდებენ, ეს პირველი სამუშაო ტექნიკაა-სოფლის მეურნეობისთვის, რომელიც 100%-ით მუშაობს განახლებადი ენერგიის წყაროებზე.

Ecocultor Vilo არის მოტობლოკი, რომელიც იდეალურად მიესადაგება მიწის დამუშავებას – ბიო პროდუქტის წარმოებისთვის.

გარდა ამის მოტობლოკს შეიძლება დაემატოს მისაბმელი ადამიანის, მასალის, პროდუქტის და ა.შ ტრანსპორტირებისთვის.

მოტობლოკი

ამ კომპანიის ტექნიკა ეყრდნობა ეფექტურ ელექტროძრავებს, რომლებიც კვების წყაროდ იყენებენ-ფოტოელექტრო პანელების, მზის ბატარეების, ქარის ტურბინების გამომუშავებულ ენერგიას და ჩვეულებრივი ქსელის დენს.

მოტობლოკი

Ecocultor Vilo კარგია ეკოლოგიურად სუფთა წარმოებისთვის, როგორც ღია გრუნტზე სამუშაოდ ასევე სათბურებში, რადგან არ აქვს გამონაბოლქვი!

მოტობლოკი

Ecocultor Vilo სიმძლავრე 5 ცხენის ძალა აქვს, თუმცა კომპანია Eco motor electric აცხადებს, რომ დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია სიმძლავრის 200 ცხენის ძალამდე გაზრდა.

motoblo_eco_3883343343435371

საქართველოშიც გვინდა ესეთი მოტობლოკები!

66Shares
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB