ბარსელონა — ურბანისტული რევოლუციისთვის ემზადება

1530 Views Comment Off

ბარსელონაში სრული სვლით მიდის ურბანისტული რევოლუციისთვის მზადება. მერიის გეგმის თანახმად მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დაიხურება გზების 70% და მათ მაგივრად საფეხმავლო „კუნძულები“ გაკეთდება.

პროექტის ავტორის, საქალაქო ეკოლოგიის სააგენტოს ხელმძღვანელის სალვადორ რუეტას თქმით, ამ საკითხზე ის უკვე 30 წელია მუშაობს და ელოდებოდა შესაფერის დროს. მას არ მოსწონს ტერმინი „საფეხმავლო“ და უპირატესობას ანიჭებს დასახელებას „სამოქალაქო კუნძულები“.

როგორ იწყებოდა ყველაფერი

1845 წლამდე, მოსახლეობა „ძველი ქალაქის“ ფარგლებში ცხოვრობდა, მიმდინარეობდა უკონტროლო დაშენებები და ხალხი მოკლებული იყო მზის სხივებს და სუფთა ჰაერს.

იმ დროისთვის „ახალი ქალაქის“ გეგმა შეადგინა ილდეფონს სერდამ, რომლის პრინციპი იყო მზე, სუფთა ჰაერი და გამწვანება ქალაქის ყველა მაცხოვრებელს.

barselona_gegma_3354405589576766660891

შედეგად ქალაქი გაფართოვდა გეგმაზომიერად და მივიღეთ თანამედროვე კვარტლები.

barselona_kvartlebi_4500373673430037454

ახალი გეგმა — ბარსელონა ხვალ   

ახალი გეგმის თანახმად

  • ქალაქი უფრო კომფორტული გახდება ფეხით მოსიარულეთათვის;
  • მაქსიმალურად შეიზღუდება კერძო ტრანსპორტი;
  • დაიხურება (ტრანსპორტისთვის) გზების 70 %;
  • გაძვირდება პარკირება;
  • ტრანსპოტისთვის ღია სივრცეში აქცენტი გაკეთდება — საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. არსებულ ხაზებს დაემატება კიდევ 12 საავტობუსო ხაზი, მოლოდინის მაქსიმალური დრო 5 წუთი.
  • ველობილიკების საერთო სიგრძე 300 კმ-მდე გაიზრდება, ხოლო ველოსიპედების რაოდენობა პროგნოზების თანახმად 67%-ით;
  • გაშენდება სკვერები, გასართობი და სპორტული სივრცეები;

პროექტის მიხედვით, სამოქალაქო კვარტლებში მოხვედრა თავისუფლად შეეძლებათ: სახანძრო, სასწრაფო და დისტრიბუციის მანქანებს.

მიუხედავად პროექტის მომხიბვლელობისა მოქალაქეებს აქვთ კითხვები, მათ შორის, როგორ ატარონ ბავშვები სკოლაში, ბიზნემენები თვლიან, რომ ახალი გეგმა შეაფერხებს მათ საქმიანობას და ა.შ.

თუმცა ბარსელონას აქვს უკვე რამდენიმე წარმატებული მაგალითი, მათ შორის „გრასია“ და „ბორნი“, ეს არის ყველაზე თანამედროვე, ეკოლოგიური კვარტლები, რომელთა ტრანსფორმირებაც ოთხმოცდათიან წლებში მოხდა.

barcelona_gracia_4550505677111023375

ბარსელონა — ურბანისტული რევოლუციისთვის ემზადება — თბილისი?

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB