ავსტრალიაში ფერმერთა შემოსავლების ზრდისთვის ახალი პლატფორმა შექმნეს

ფერმერთა

ავსტრალიაში, ფერმერთა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ახალი პლატფორმა – Farmecco გამოჩნდა. სტარტაპს მხარი დაუჭირა ავსტრალიის ხელისუფლებამ.

Farmecco-ს მიზანი ფერმერთა შემოსავლების ზრდაა, ონლაინ პროგრამა მოიცავს მათი ბიზნესის ფინანსურ საკითხებს. იგი რეალურ დროში შექმნის ანგარიშებს და შესთავაზებს ფერმერს შემოსავლის გაზრდის, ხარჯის შემცირების და საქმის წარმოების გამარტივების საშუალებებს.

პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პროდუქტებზე, რომლებსაც ფერმერი ჰყიდის და კარნახობს მას, ფასის გაზრდის შესაძლებლობებს.

Farmecco ანგარიშებს, მონაცემების მიღებიდან 1 საათში აყალიბებს, პროექტის მიხედვით შედეგების გამოყენება შესაძლებელია, კრედიტორებთან, იურიდიულ და საკონსულტაციო ფირმებთან თანამშრომლობით.

ფერმერთათვის შექმნილი ინდივიდუალური ანგარიშებში შედის:

  • ფერმებში არსებული მარაგების შეფასება;
  • საბანკო დოკუმენტაციის მიმოხილვა;
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეფასების კალკულაცია;
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყიდვების გრაფიკი;
  • ბიუჯეტის სეგენის შესაძლებლობა;
  • შიდა და გარე ფასები ბირჟებზე;
  • შესაძლო სცენარების ფინანსური მოდელირება;
  • წარმოების ძირითადი მაჩვენებლები;
  • სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა;
  • კაპიტალური ხარჯების დაგეგმვა;
  • პროდუქციის თვითღირებულება;
  • მოგების პროგნოზირებადი ზრდა და სხვა.

პროგრამა შეიმუშავა ორგანიზაციამ Agrihive, 2015 წელს სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, Agrihive-ს ხელმძღვანელობამ მივიდა დასკვნამდე, რომ მოსავლიანობის ზრდის გარდა, აუცილებელია ფერმერთა ფინანსური განათლების ამაღლება და მათი ინფორმაციული უზრუნველყოფა.

თქვენი რეკლამა