«აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ”სეზანის” გაფართოება მოხდება

3 Views Comment Off
2014 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ «აწარმოე საქართველოში» პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში შპს „სეზანთან” ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც პოლიგრაფიული საწარმოს გადაიარაღება/გაფართოება მოხდება.

კომპანიაზე 1 300 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემა უზრუნველყო სს «თი ბი სი» ბანკმა, ხოლო საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, პირველი ორი წლის განმავლობაში, სესხის მთლიანი, 10%-იანი საპროცენტო განაკვეთიდან სრულ თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში კომპანიას არ მოუწევს საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ხარჯის გაღება.

კომპანია „სეზანი“ სესხით ახალი დანადგარების ყიდვას, საწარმოო პროცესის გაუმჯობესებასა და წარმოების გაფართოებას აპირებს. სესხის თანხით დაგეგმილია შესაფუთი მასალების (კრაფტის ქაღალდის ჩანთების, ქაღალდის ჭიქების, პლასტმასის თავსახურების და სწრაფი კვების ინდუსტრიაში გამოყენებადი სხვა მასალების) წარმოება. დღემდე ეს პროდუქცია საქართველოში სრული სპექტრით არ იწარმოება და თითქმის მთლიანად იმპორტირებულია.

ამასთანავე, შპს „სეზანი“ გეგმავს ახალი, 16,000 კვ. მეტრის საწარმოო ფართის მშენებლობას  და ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 4 000 000 აშშ დოლარს.

შესაფუთი მასალების წარმოება მდებარეობს ქ. თბილისში და გაფართოების შედეგად სავარაუდოდ დასაქმდება დამატებით  30-ზე მეტი ადამიანი. ახალი დანადგარების საწარმო პროცესში ჩართვა 2015 წლის აპრილიდან იგეგმება.

შპს „სეზანი” უახლესი პოლიგრაფიული დანადგარებით აღჭურვილი, ერთ-ერთი წამყვანი ტიპოგრაფიული საწარმოა კავკასიის რეგიონში. ამასთანავე, კომპანიაში დანერგილია ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO 9001:2008, საწარმოში დღემდე დასაქმებულია 95 თანამშრომელი. კომპანიის სპეციფიკა მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული ნაბეჭდი პროდუქციის წარმოებაა.
Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB