აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

817 Views Comment Off

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) ფარგლებში.

პროგრამა ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.

პროგრამა ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

პროგრამის მიზნები

  • პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა;
  • არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა;
  • მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

პროგრამის კომპონენტები

პროგრამა მოიცავს კომპოპენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.

  • პირველადი წარმოების კომპონენტი — ინდივიდუალური ფერმერების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;
  • გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი — მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება.

პროგრამის პრიორიტეტები

პროგრამის განხორციელების მიზნობრივი გეოგრაფიული არეალია:

  • შიდა ქართლი;
  • კახეთი;
  • სამეგრელო;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტების ფარგლებში დასაფინანსებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები:

ხურმა, კივი, ბოსტნეული, დაფნა, თაფლი, ლურჯი მოცვი, ვაშლი, ატამი.

პირველადი წარმოების თანადაფინანსების პირობები

  • პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა — 60%-ს;
  • პირველადი წარმოების მიზნობრიობით, პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალური ფერმერებისთვის თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის — 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში (მის თითოეულ მეპაიეზე გადაანგარიშებით), მაგრამ არაუმეტეს — 150 000 აშშ დოლარისა.

დაფინანსების მიზნობრიობა

  • არსებული ბაღების განახლება — ნიადაგის მართვის ტექნოლოგიების დანერგვა,თანამედროვე სარწყავი სისტემებით და სეტყვისგან დამცავი ბადეებით უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერთიფიცირება;
  • ორგანული და კონსერვაციული სოფლის მეურნეობა;
  • მცირე ზომის სასათბურე მეურნეობების მოწყობა / განახლება;
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობის შეძენა.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში იგი დარეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში“;
  • ინდივიდუალური ფერმერი უნდა ფლობდეს 0.1 ჰა-დან 10 ჰა-ს ჩათვლით დარეგისტრირებულ ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით მიღებულ სასოფლოსამეურნეო მიწის ფართობს;
  • სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით თანადაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს წვდომა განახლებად სარწყავ წყალთან.

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პირობები

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრიობით, პროგრამის ფარგლებში იურიდიული პირების (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების) თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში.

დაფინანსების მიზნობრიობა:

  • არსებული გადამამუშავებელი/შემნახველი საწარმოების მოდერნიზაცია;
  • მანქანა-დანადგარების შეძენა;
  • წარმოებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა/განახლება;
  • საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირება.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • პოტენციური ბენეფიციარი დარეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში;
  • პოტენციურ ბენეფიციარს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე გადამამუშავებელი საწარმო;
  • გადამამუშავებელი საწარმო უნდა იყოს მოქმედი;
  • საწარმოს უნდა გააჩნდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის ან  დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით — სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს.

  • საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზი: 1501;
  • ფოსტა: info@apma.ge;
  • სააგენტოს ვებ გვერდი: APMA.GE.

„აგროკავკასია“ გისურვებთ წარმატებებს.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB