თბილისში ბელარუსის ეროვნული გამოფენა გაიხსნა

323 Views

თბილისში „ექსპო-ჯორჯიაში“ ბელარუსის ეროვნული გამოფენა გაიხსნა. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია ბელარუსში წარმოებული პროდუქციის სრული სპექტრი.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ტარდება.

გამოფენა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი დაესწრნენ.

გამოფენაში ბელარუსის რესპუბლიკის 140-მდე წამყვანი საწარმო და კომპანია მონაწილეობს. მათ შორის მანქანათმშენებლობის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და ნავთობ-ქიმიური მრეწველობის მიმართულების, ასევე ხისა და სამშენებლო მასალების წარმოების, ჯანდაცვის, სპორტის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის კომპანიები.

გამოფენაზე წარმოდგენილია სამეცნიერო მიღწევები და საგანმანათლებლო სერვისები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სამომხმარებლო საქონელი და სხვ.

ბელარუსის ნაციონალური გამოფენა 1-4 სექტემბერს საგამოფენო ცენტრის „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში იმართება. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ფორუმი, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დაახლოებას და საქართველოს-ბელარუსს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

საქართველოში ბელარუსის ეროვნული გამოფენის ჩატარების ორგანიზების პროცესში ჩართული იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB