სამინისტროშო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს

32 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროშო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით მომზადებული, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საექსტენციო სისტემის გაძლიერება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა.

მინისტრის განმარტებით, ექსტენცია მოიცავს კვლევისა და ტრეინინგების კომპონენტს. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული სტრატეგია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საექსტენციო მომსახურების გაუმჯობესებაში.

პროექტის განხილვისას ყურადღება გამახვილდა სტრატეგიის დოკუმენტის შინაარსის ძირითად მიმართულებებზე: სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მიზნებზე, პაკეტებზე, მიდგომასა და მიზნობრიობაზე, სახელმწიფოს როლზე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციაში, საორგანიზაციო სტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB