მცხეთის რაიონში ახალი შემნახველი საწარმო გაიხსნა

106 Views

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნე პროდუქციის შემნახველი საწარმო – შპს „წეროვანი აისი“ გაიხსნა.

„წეროვანი აისის“ შემნახველ მეურნეობაში წლიურად ერთდროულად 300 ტონა სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის განთავსება იქნება შესაძლებელი. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია.

საწარმოში ჯამურად 520 670 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 208 268 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 260 335 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტის HACCP აღებასაც გეგმავს.

საერთაშორისო სტანდარტის საერთო ღირებულებიდან 30% ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს, 50%-ის დაფინანსებას USAID/REAP მოახდენს, ხოლო დარჩენილი 20%-ის გადახდას ბენეფიციარი თავად უზრუნველყოფს.

„წეროვანი აისი“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ბესო თალაკვაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან მამუკა კვარაცხელიასთან ერთად გახსნა.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB