კომპანია „ნუტრიმაქსის“ – სტუდენტური კონკურსი აგრარულ უნივერსიტეტში

ნუტრიმაქსი

დასრულდა კომპანია „ნუტრიმაქსის“ სტუდენტური კონკურსის პროექტი აგრარულ უნივერსიტეტში.

სტუდენტური კონკურსის განხორციელების მიზანი იყო:

  • გამოევლინა აგრარულ და ბიზნეს სფეროში პოტენციურად წარმატებული სტუდენტები;
  • წარმატებული სტუდენტებისთვის სტიმულის მიცემა და მათთან ერთად სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელება.

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების, ბიზნეს ადმინისტრირების და ვეტერინარიის მე-3, მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები.

კონკურსი მიმდინარეობდა 4 აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით და მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:

  • აპლიკაციების მიღება და სტუდენტების გადარჩევის ეტაპს;
  • სტუდენტების მიერ ჯგუფური ქეისების განხილვის ეტაპს;
  • სტუდენტების მიერ ვიზიტს ჩვენს ქარხანაში;
  • სტუდენტების მიერ პრეზენტაციების წარდგენის ეტაპს;
  • სტუდენტების დაჯილდოების ეტაპს;

კონკურსის გამარჯვებულს, თამარ კარბელაშვილს საჩუქრად გადაეცა 1000 ლარი, II ადგილზე გასულს, ნინო ბართიას – 500 ლარი, III ადგილზე გასულს, გიგა აკოფაშვილს და გიორგი ლობჟანიძეს კი – 300-300 ლარი.

თქვენი რეკლამა