ხელვაჩაურში სასათბურე მეურნეობების პროგრამით ისარგებლებენ

136 Views

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსთან, მამუკა თურმანიძესთან ერთად შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ავთანდილ მესხიძემ მოსახლეობას 2018 წელს დაგეგმილი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, თემის რწმუნებულები და ფერმერები.

მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მოსახლეობა ისარგებლებს, სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამით რომლის ფარგლებშიც ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ 100 კვ.მ-დან 1000 კვ.მ-დე სასათბურე მეურნეობის მოწყობის დროს სამინისტროსაგან 70%-იანი თანადაფინანსება მიიღონ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2018 წელს ასევე დაგეგმილია

→ ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს მომსახურების ცენტრის შექმნას, აღნიშნული ცენტრში მოხდება ფერმერის მიერ ნამეტი პროდუქციის პირველადი დამუშავება, შეფუთვა და მისთვის საბაზრო სახის მიცემა;

→ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე შემასხურებელი აპარატების მიწოდება. მაღალეფექტური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარება;

→ აგრარული ექსტენციის მიწოდების ქვეპროგრამა სადაც ფერმერებს საველე პირობებში შესაძლებლობა ექნებათ უსასყიდლოდ მიიღონ ცოდნა სასოფლო-სამეურნეო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

2018 წელს, სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი შეადგენს 10 168 575 ლარს. მიმდინარე წელს სამინისტრო განახორციელებს 8 პროგრამას, რომელიც მოიცავს 18 ქვეპროგრამას.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB