კარტლისის აკადემია სამეგრელოში

კარტლისი, სამეგრელო

კომპანია კარტლისი 22 წელია საქართველოს ბაზარზეა , მისი მოღვაწეობის სფეროა სოფლის მეურნეობა. სწორი სტრატეგიისა და კონცეფციის საფუძველზე კომპანიამ დაიმკვიდრა საიმედო პარტნიორის სახელი ქართველ ფერმერებში.

დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ, კომპანიას მისცა საშუალება შექმნილიყო კარტლისის აკადემია , სადაც დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით გადამზადდა 2500-მდე ფერმერი, სხვადასხვა მიმართულებით.

კარტლისის აკადემია მიზნად ისახავს ფერმერების ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში, მათი გადამზადება ხდება წინასწარ მომზადებული ფორმატით.

გავლილი თემები :

→ ხეხილის გამოკვება და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა;

→ ვაზის გამოკვება და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა;

→ თხილის გამოკვება და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა;

→ მოცვის გამოკვება და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა;

→ ბოსტნეული კულტურის გამოკვება და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა;

→ სიმინდის გამოკვება და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა.

თითოეულ ჯგუფში ტარდება ხუთი ლექცია-სემინარი, აკადემიის წევრი ფერმერებისათვის ვრცელდება გარკვეული ფასდაკლება, ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა, რაც გამოიხატება ბანკებთან შეღავათიანი საკრედიტო პირობების უზრუნველყოფით.

კარტლისი, სამეგრელო

წარმატებული გამოდგა კარტლისი აკადემიის ლექციები სამეგრელოს მუნიციპალიტეტის ფერმერებისათვის, სადაც დომინანტური კულტურა იყო ციტრუსი, თხილი, სიმინდი, წელს კი ფერმერებმა აქცენტი აიღეს კულტურათა დივერსიფიცირებაზე, მათთვის კარტლისის სპეციალისტების მიერ შედგენილ იქნა , ინდივიდუალური მცენარეთა ინტეგრირებული დაცვისა და გამოკვების სქემები, სწორი რჩევებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წელს ფერმერებმა დაუჯერებელი შედეგები მიიღეს.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“

საიტი:  http://www.cartlis.ge/

თქვენი რეკლამა